სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეებს ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფენ
საზოგადოება - 16:00, 03 Dec, 2015     1106
მერის წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, თბილისის მერია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების ადაპტირებული ტრანსპორტით უზრუნველყოფას იწყებს.

„ინკლუზიური განათლების ხელმისაწვდომობის” პროგრამის ფარგლებში, თბილისის მერიამ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი შეიძინა, რის შემდეგაც, პირველ ეტაპზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად შეირჩა 4 საჯარო სკოლა, რომელსაც აღნიშნული მიკროავტობუსები მოემსახურება; ესენია - N173, N87, N177 და N191 საჯარო სკოლები. ახალი სერვისით ამ ეტაპზე 14 განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე ისარგებლებს. მიკროავტობუსების ტრანსპორტირებისა და ექსპლუატაციის ხარჯებს თბილისის მერია სრულად უზრუნველყოფს.

დავით ნარმანიას განცხადებით, 2016 წელს დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის გაზრდა და დამატებით 6 ადაპტირებული ტრანსპორტის შესყიდვა, რაც კიდევ უფრო აამაღლებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მობილურობას და სასწავლო პროცესში ჩართულობის ხარისხს, ამასთან, აღნიშნული პრობლემა დედაქალაქში სრულად იქნება მოგვარებული.

“თბილისის მერია აქტიურად ზრუნავს, რომ შშმ პირები მაქსიმალურად იყვნენ ადაპტირებულები, შესაბამისად, ჩვენ წელს განსაკუთრებული აქცენტი მოზარდებზე გავაკეთეთ. სპეციალურად შევიძინეთ ორი ადაპტირებული მიკროავტობუსი, რომლითაც ბავშვები სკოლაში ივლიან. გარდა ამისა, მომავალ წელს, დამატებით, გავითვალისწინეთ 6 ადაპტირებული ავტობუსის შეძენა და ამით დედაქალაქში არსებული აღნიშნული პრობლემა სრულად იქნება მოგვარებული. ამასთან, 2 კვირის წინ, თბილისის მთავრობის სხდომაზე დავამტკიცეთ მუნიციპალური შენობა-ნაგებობებისა და სივრცეების ადაპტირების 3 წლიანი პროგრამა, რომლის შესაბამისადაც ყველა მუნიციპალური შენობა-ნაგებობა და ძირითადი სივრცე იქნება ადაპტირებული. ამ მიმართულებებით 3 წლის განმავლობაში 14 000 000 ლარი დაიხარჯება”, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.

თბილისის მერიის ახალი პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების დამოუკიდებელ და უსაფრთხო გადაადგილებასა და სასწავლო პროცესში აქტიურ ჩართულობას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42