ხელვაჩაურში, სოფელ შარაბიძეებში ხიდის მშენებლობისთვის აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 33 ათასი ლარი დახარჯა. ვიდრე ტენდერში გამარჯვებული კომპანია „გლობალმშენი“ აღნიშნული ხიდის მშენებლობას დაიწყებდა, მისმა თანამშრომლებმა შეცდომით სხვა ხიდის დემონტაჟი მოახდინეს, რომელიც სოფელ მახვილაურში მდებარეობდა. ამ ფაქტის გამო სოფლის მოსახლეობის ნაწილს ალტერნატიული გზით მოძრაობა უწევდა. კომპანიამ მოგვიანებით ორივე ხიდი თავიდან ააშენა, თუმცა მახვილაურში მდებარე ხიდს მოაჯირები და მისასვლელი გზა აღარ გაუკეთა. მოსახლეობის თქმით ძველი ხიდი გაცილებით უკეთესი იყო, ახალ ხიდზე მოძრაობა კი ქვეითად მოსიარულეებსაც და ავტომობილებსაც უჭირს.
დაშვებულ შეცდომას აღიარებს ადგილობრივი ადმინისტრაციის წარმომადგენელიც. გოჩა დევაძის თქმით, ხელახლა აღდგენილ ხიდზე კომპანიას მისასვლელი გზისა და მოაჯირების გაკეთება არ ევალებოდა და ამას სხვა ორგანიზაცია განახორციელებს.
„გლობალმშენის“ ხელმძღვანელის თქმით, ხიდების ერთმანეთში არევის მიზეზი მათი გარეგნული მსგავსება გახდა.
საბოლოოდ ამ შეცდომის გამო კომპანიამ დამატებით 12 ათასი ლარი იზარალა, რადგან ორივე ხიდის აშენებამ თავიდან მოუწია
მასალის გამოყენების პირობები






