"კომპანიის 2X2-ის შექმნამ შეიძლება ბევრი დადებითი შედეგი მოიტანოს“
ბიზნესი & ეკონომიკა - 14:15, 03 Dec, 2015     1507
8 დეკემბერს, კომპანია „2X2“ გაიხსნება, რომელიც მომხმარებელს აუქციონის მეშვეობით, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას შესთავაზებს. როგორც კომპანიის დამუძნებელმა, მიხეილ კვეტენაძემ აღნიშნა, კომპანია ინოვაციურია, ქართული რეალობისთვის უცხო და მას ბევრი დადებითი შედეგის მოატანა შეუძლია.

"კომპანიის შექმნამ შეიძლება ბევრი დადებითი შედეგი მოიტანოს. ბევრ ახალ შესაძლებლობას ქმნის. არ არსებობდა აქამდე აუქციონი, რომელიც ორიენტირებული იქნებოდა ბროკერებზე. აუქციონს ასევე საშუალება აქვს საბაზრო ფასის ფორმირების, მექანიზმი უფრო მოქნილია. ფასი როგორც მაღლა, ისე დაბლა მოდის მოთხოვნის შესაბამისად. თუ მოთხოვნა არაა, ფასი დაბლა წამოვა და პირიქით. დღესდღეობით, ვინც ბინას ყიდის, მას არ აქვს საშუალება აუქციონზე გაიტანოს. არის მხოლოდ საშუალება დადოს გაზეთში, უთხრას ბროკერს და ა.შ. გარდა "eauction.ge"-სა და მასაც გარკვეული მოუხერხებლობები აქვს, იქ ბროკერი ვერ თამაშობს, თვითონ გამყიდველი და ა.შ", - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი.

მისი თქმით, კომპანია უცხოური აუცქიონების "ebay"-ის, "amazon"-ის და სხვა აუქციონების მაგალითზე შეიქმნა, მასში გაერთიანდა იდეა და ქართულ რეალობაზე მორგებული ნაკრებია.

"თვითონ კომპანიის შექმნა ჩემი პირადი პრობლემების მოგავრების დროს გამიჩნდა, როცა მომიხდა მსგავსი საკითხების გადაჭრა და კარგად დავინახე ქართული უძრავ-მოძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის ბაზრის პრობლემები. მაშინ გადავწყვიტე კომპანია შემექმნა. კომპანიაზე მუშაობა დაახლოებით 6 თვის წინ დავიწყეთ. ამ დროისთვის 8 ადამიანია ჩართული ამ საქმეში. კონტრაქტორები ამ ეტაპზე 5-6 კომპანიასთან გვაქვს", - აცხადებს კვეტენაძე.

მისი თქმით, ახალი აუქციონი მომხმარებელს ისეთ პროდუქტებს სთავაზობს, რომელიც ქართული ბაზრისთვის უჩვეულოა.

"ესაა "განვადება", "შორტსეილი" და "დაღმავალი აქუიციონი". "დაღმავალი აუქციონია", როცა ფასები მოთხოვნის შესაბამისად იზრდება, ან მცირდება. რაც შეეხება "შორტსეილს", ეს არის საშუალება, რომ მაგალითად ადამიანმა ბინა გაყიდოს 3-4 დღეში. ჩვეულებრივი აუქციონის ვადა დაახლოებით 2 კვირაა, "შორტსეილის" ვადა 2 დღეა, გადახდის პირობები - 5 დღე. რადგან ინვესტიციები ჩავდეთ, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმატების იმედი გვაქვს", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42