ცნობილი იურისტი მზია ლეკვეიშვილი გარდაიცვალა
საზოგადოება - 13:23, 03 Dec, 2015     6518
ცნობილი ქართველი იურისტი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის, სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს წევრი მზია ლეკვეიშვილი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მზია ლეკვეიშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სისხლის სამართლის მეცნიერების განვითარებაში; არაერთხელ იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემმუშავებელი კომისიის წევრი − მოქმედ კოდექსსა თუ სხვა ნორმატიულ აქტებში მისი ინიციატივით არაერთი დებულებაა ასახული.

მზია ლეკვეიშვილის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამენ და მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და ახლობლებს უსამძმრებენ იუსტიციის სამინისტრო და საქართველოს მთავარმა პროკურატურა.

„საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი იურისტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის, სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს წევრის, მზია ლეკვეიშვილის, გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.

მზია ლეკვეიშვილი არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა სისხლის სამართლის მეცნიერების განვითარებაში; არაერთხელ იყო სისხლის სამართლის კანონმდებლობის შემმუშავებელი კომისიის წევრი − მოქმედ კოდექსსა თუ სხვა ნორმატიულ აქტებში მისი ინიციატივით არაერთი პროგრესული დებულებაა ასახული.

მზია ლეკვეიშვილის გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული იურიდიული მეცნიერებისათვის, რომელმაც მისი სახით უდიდესი მკვლევარი და თეორეტიკოსი დაკარგა; იურისტთა მომავალი თაობებისათვის, რომლებიც ვეღარასოდეს მოისმენენ ქალბატონი მზიას ლექციებს; სისხლის სამართლის რეფორმებზე მომუშავე ყველა უწყებისათვის, რადგან მათ საქმიანობის გაგრძელება მზია ლეკვეიშვილის რჩევებისა და კონსულტაციების გარეშე მოუწევთ.“- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

სამძიმრის წერილი გამოაქვეყნა მთავარმა პროკურატურამაც:

„საქართველოს პროკურატურა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი ქართველი იურისტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის, სისხლის სამართლის რეფორმის უწყებათაშორისი საბჭოს წევრის, მზია ლეკვეიშვილის, გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მისი ოჯახის წევრებს, კოლეგებსა და ახლობლებს.

მზია ლეკვეიშვილმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სისხლის სამართლის მეცნიერების განვითარებაში, აღზარდა არაერთი იურისტი და მათ შორის პროკურატურის მრავალი თანამშრომელი. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ქართული იურიდიული მეცნიერებისათვის, უნივერსიტეტისთვის, სტუდენტებისთვის და სისხლის სამართლის რეფორმებზე მომუშავე ყველა უწყებისთვის.“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42