დანელიამ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებთა თანამშრომლობის საკითხები განიხილა
საზოგადოება - 12:23, 03 Dec, 2015     636
სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელ დირექტორთან, მაგდა მაღრაძესთან შეხვედრა გამართა და ფონდის პროგრამების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხები განიხილა.
ფონდი საქართველოს მთავრობასა და აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას შორის საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ახორცილებს პროექტებს, რომელთა მიზანია ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით ადამიანური კაპიტალის გაძლიერება.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქვეყანაში კვალიფიციური კადრების, მათ შორის აგრარული მიმართულებით, დეფიციტია.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე აკადემიური განათლების ხარისხთან ერთად ხაზი გაუსვა სტაჟირების ინსტიტუტის გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ახალი კადრები საკვალიფიკაციო მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდნენ.
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მიმართულებებში მაღალი ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის პროგრამებს აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში ახორციელებს.
შეხვედრაზე აღნიშნულ უნივერსიტეტსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს და სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზეც ისაუბრეს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42