ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტებისათვის რეფერალური ობიექტი გაიხსნა
საზოგადოება - 11:58, 03 Dec, 2015     2131
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივითა და თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (ΤΙΚΑ) ფინანსური მხარდაჭერით რეფერალური პროგრამის ფარგლებში მოქმედი ობიექტი გაიხსნა. სადაც, ოკუპირებული აფხაზეთიდან სამკურნალოდ გადმოსული პაციენტები და მათი თანმხლები პირები განთავსდებიან.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის კუთვნილი ობიექტის სარემონტო სამუშაოები და მისი შესაბამისი ინვენტარითა და ავეჯით აღჭურვა თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ განხორციელდა.

აღსანიშნავია, რომ ობიექტში განთავსებულია 2 კომფორტულად მოწყობილი საძინებელი ოთახი, 7 საწოლით და საცხოვრებლად საჭირო ინვენტარის სრული კომპლექტით, როგორც ტექნიკის, ასევე თეთრეულის სახით, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი სამზარეულო და სააბაზანო.

ობიექტის გახსნის ცერემონიას, რომელსაც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ელგუჯა (გია) გვაზავა, თურქეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში ზექი ლევენთ გუმრუქჩუ, თურქეთის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს, თბილისის ოფისის ხელმძღვანელი მუსტაფა ქორქმაზი, საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ბატონი პაატა ზაქარეიშვილი, საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე და აფხაზეთის მთავრობის წევრები დაესწრნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42