"ნუ მოაწერენ ხელს „შემსრულებელი“ მოსამართლეების დაბრუნებას" - ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრებს
საზოგადოება - 11:33, 03 Dec, 2015     1505
„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი იუსტიციის საბჭოს წევრებს მიმართავს, არ დაუჭირონ მხარი ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნას.

აღნიშნულთან დაკავშირებით ნაცვლიშვილი პოსტს სოციალურ ქსელში ავრცელებს.

„იწყება მოსამართლეების შერჩევა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. სწორედ აქ წყდება სახელმწიფოს ბედი და ის - გვექნება თუ არა ჩვენ და ჩვენს შვილებს დამოუკიდებელი სასამართლო საქართველოში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ კონკურსში მონაწილეობას იღებს არაერთი ის მოსამართლე, რომელსაც ხელი აქვს მოწერილი ოდიოზური განაჩენებისა თუ გადაწყვეტილებებისათვის, მათ შორის იუსტიციის საბჭოს ამჟამინდელი მდივანი - ბატონი ლევან მურუსიძე (გირგვლიანის, მოლაშვილის და ქართუ ბანკის საქმეების მოსამართლე)! ასევე სტრასბურგში გირგვლიანის საქმეზე განსხვავებული აზრის ავტორი მოსამართლე, ბატონი ირაკლი ადეიშვილი!

მოვუწოდებ იუსტიციის საბჭოს წევრებს - ნუ მოაწერენ ხელს„შემსრულებელი“ მოსამართლეების დაბრუნებას სისტემაში (თანაც, არა 10 წლიანი ვადით, არამედ უკვე სიცოცხლის ვადით). არ ღირს ბატონებო და ქალბატონებო, არ ღირს არც ერთი სკამი, არც ერთი თანამდებობა იმად, რომ თქვენივე ხელით დაასამაროთ სასამართლოს დამოუკიდებლობის და კანონის კანონობის ყველანაირი პერსპექტივა ამ ქვეყანაში. თქვენს ბედზე იფიქრეთ, თქვენი შვილების ბედზე.

მესმის, რომ კომფორტულია ხელისუფლებას ყავდეს სასამართლო სისტემის „მოურავი“, რომელიც ყველაფერს „დაალაგებს“ სასამართლოში ამა ქვეყნის ძლიერთა ნებასურვილის შესაბამისად, მაგრამ ნუ გააკეთებთ ამას, გადაგიყოლებთ ასეთი მიდგომა ადამიანების ბედის მიმართ!

ნუ დააბრუნებთ გირგვლიანის საქმის მოსამართლეს სასამართლოში!!!

P.S. ბრიუსელში ვარ და არ შემიძლია ხვალ საბჭოს სხდომაზე მისვლა, ყველა მედია საშუალებას გთხოვთ, მიდით საბჭოში, გააშუქეთ გასაუბრებები, დასვით კითხვები, ნუ მისცემთ საბჭოს კომფორტულ გარემოში სასამართლო სისტემის დასამარების შესაძლებლობას. ყველას, ვისაც ამ ქვეყნის ბედი გაღელვებთ, შვილების ბედი გაღელვებთ და არ გინდათ, რომ გირგვლიანი 2, 3 და 10 მიიღოთ ამ ქვეყანაში - დააფიქსირეთ თქვენი სამოქალაქო პროტესტი, იცოდეთ, რომ დუმილია ის, რაც კლავს!“, - წერს ანა ნაცვლიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42