Toyota -მ საქართველოში რეგიონალური მნიშვნელობის სასწავლო ცენტრი გახსნა
ბიზნესი & ეკონომიკა - 09:38, 03 Dec, 2015     1647
27 ნოემბერს, თბილისში, ქინძმარაულის #5-ში Toyota-ს ოფიციალური ტრენინგ ცენტრი გაიხსნა. ამიერკავკასიაში ყველაზე მასშტაბური ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ტოიოტა კავკასიამ - ტოიოტას ოფიციალურმა წარმომადგენლობამ კავკასიაში, საზეიმო ღონისძიება გამართა.

ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად, საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდნენ Toyota-ს სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელები ევროპის სათაო ოფისიდან, პარტნიორები უკრაინიდან და რუსეთიდან. ღონისძიებას დაესწრო ყველა ადგილობრივი და რეგიონალური დილერი, აგრეთვე სახელმწოფო სტრუქტურების, მედიისა და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები, ხოლო საპატიო სტუმრებს შორის იყო იაპონიის ელჩი საქართველოში ბ-ნი ტოშიო კაიტანი და თბილისის მერიის წარმომადგენლები.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ცენტრის გახსნა რეგიონისთვის და არა მარტო რეგიონისთვის ძალზე ღირშესანიშნავი სიახლეა და პირდაპირ პასუხობს კომპანია ტოიოტას ფილოსოფიას. „ჩვენ არ ვქმნით მხოლოდ ავტომობილებს, ჩვენ ვქმნით ადამიანებს!“ ეს ცნობილი გამონთქვამი საუკეთესოდ ასახავს კომპანიის მთავარ პრინციპებს. მართლაც, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ ტოიოტას საფუძვლები როგორიცაა „კაიზენი“ - მუდმივი გაუმჯობესება და „ადამიანების პატივისცემა“, კომპანიის მრავალწლიანი წარმატების ისტორიას მნიშვნელოვნად განაპირობებს, რაც თავის მხრივ თანამშრომლების განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე მუდმივ ზრუნვას უკავშირდება.

„ყოველი გადადგმული ნაბიჯი განათლებისა და პროფესიონალური მომზადების მიმართულებით, განსაკუთრებულ რეზონანსსა და ინტერესს იწვევს ტოიოტას მთელი ქსელის მასშტაბით. ჩვენ განსაკუთრებით მოხარულნი ვართ, რომ ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი რეგიონალურ დონეზე, პირველად საქართველოში განხორციელდა“. - აცხადებენ ტოიოტა კავკასიაში.

სასწავლო ცენტრის შექმნისთვის, სოლიდური ინვესტიცია განხორციელდა. მრავალფუნქციური ტრენინგ ცენტრი, განთავსებულია 850 მ2 ფართობზე Toyota-ს უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად, აღჭურვილია ყველაზე თანამედროვე დანადგარებით, უახლესი ტექნოლოგიებით, სისტემებითა და აპარატურით.

სასწავლო ცენტრის ფარგლებში გათვალისწინებულია:

· სამი განყოფილება 4 ტონიანი ამწეთი

· გამომუშავებული აირების ამოტუმბვის სისტემა

· საბურავების მონტაჟის კომპლექსი

· ელექტრიკოსების გადამზადების სასწავლო ზონა

· ჰიბრიდული ავტომობილების მომსახურების სისტემა

· აგრეგატების მომსახურების სასწავლო ზონა

· თეორიული სასწავლო ზონები

· სერვისის მართვის სპეციალისტების მომზადების ორი სასწავლო ზონა (გაყიდვების განყოფილება, კლიენტების მომსახურების განყოფილება, სათადარიგო ნაწილების განყოფილება)

· იმიტაციური კლასი Kaizen Dojo (სერვისისა და გაყიდვების მართვა)

· საწყობი

· საშხაპე

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ სპეციალურად ამ დღისათვის საქართველოში ჩამოსული ტოიოტას სამომხმარებლო გამოცდილების ტრენინგ მენეჯერი ნატალია რუდი, „ტოიოტა კავკასია“-ს პრეზიდენტი იუჯი ვაგატა და იაპონიის ელჩი საქართველოში ტოშიო კაიტანი.

„Toyota-ს სასწავლო სისტემა ტექნიკოსებს საშუალებას მისცემს შეისწავლონ უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება და დახვეწონ Toyota-ს წარმოების ავტომობილების მაღალპროფესიონალური მომსახურება. ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ რეგიონალურ ბაზრებზე გაყიდვების დაწყებამდე განხორციელდება ყველა ახალი ავტომობილის წინასწარი დეტალური შესწავლა, რათა მომხმარებელთან ავტომობილის წარდგენისას ტოიოტას პერსონალი მაქსიმუალურად იყოს აღჭურვილი სათანადო ცოდნითა და უნარებით. ყოველივე ეს კი თავის მხრივ დამკვეთის მაქსიმალურ კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. Toyota-სთვის ხომ მომხმარებელი მუდმივად მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს (პრინციპით - Customer First). კომპანიის მთელი საქმიანობის მამოძრავებელი მექანიზმი საუკეთესოდ აისახება აკიო ტოიოდას ცნიობილ გამონათქვამში „ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მუდმივად გვეკავოს #1 ადგილი ჩვენი მომხმარებლის გონებასა და გულში.“ - აცხადებენ ტოიოტა კავკასიაში.

სასწავლო ცენტრის ბაზაზე, „ტოიოტა კავკასია“ სამომავლოდ რეგიონალური მასშტაბის გაფართოებული საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასაც გეგმავს.

Toyota-ს ოფიციალური დისტრიბუტორი ჩვენს რეგიონში, ტოიოტა კავკასია (TCA) 2006 წლიდან ფუნქციონირებს. კომპანიის სათაო ოფისი თბილისში მდებარეობს და საქართველოს გარდა, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიებს ფარავს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42