არასამთავრობო სექტორი მოსამართლეთა კანდიდატების შერჩევის პროცესის ღიაობას ითხოვს
საზოგადოება - 16:14, 02 Dec, 2015     1245

არასამთავრობო ორგანიზაციები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავენ უზრუნველყოს მოსამართლეთა შერჩევის მიზნით მიმდინარე კონკურსის ღიაობა და დაინტერესებული პირების დასწრება კანდიდატებთან გასაუბრების ეტაპზე.

"როგორც ცნობილია, ამჟამად საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარეობს მოსამართლეთა შესარჩევი მასშტაბური კონკურსი. კონკურსი გამოცხადებულია პირველი და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში არსებულ, მოსამართლის 61 ვაკანტურ თანამდებობაზე. მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის წესის თანახმად, კონკურსის პირველ ეტაპზე ხდება კანდიდატების მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შემოწმება, ხოლო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ატარებს გასაუბრებას.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა დანიშვნის მიზნით მიმდინარე პროცესი საზოგადოების განსაკუთრებულად მაღალი ინტერესის საგანია, ვინაიდან კონკურსი გამოცხადებულია რამდენიმე ათეულ ვაკანტურ ადგილზე და ქვეყანაში მოქმედებს მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის სისტემა. ამდენად, საზოგადოების მაღალი დაინტერესება ლეგიტიმურია და საზოგადოების წევრებს აქვთ უფლება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის ყოველ ეტაპზე ჰქონდეთ სრული ინფორმაცია კანდიდატებისა და საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებების შესახებ.

საქართველოში საზოგადოების ნდობა სასამართლო სისტემის მიმართ უაღრესად დაბალია. არაერთი მოსამართლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში არსებობს სერიოზული კითხვის ნიშნები. თუმცა ამ მოსამართლეთა ნაწილს კვლავ აქვთ სურვილი, გააგრძელონ სამოსამართლო კარიერა სისტემაში. ამ პირობებში, განსაკუთრებით სამწუხაროა ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის, დაწინაურების თუ გადაყვანის მიზნით განხორციელებული პროცედურები და მანკიერი პრაქტიკა, მათ შორის, მოსამართლეთა დანიშვნა გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელი და არაობიექტური გადაწყვეტილებების საფუძველზე არაერთხელ გამხდარა სერიოზული კრიტიკის საგანი.

კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა სია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა 2015 წლის 28 ოქტომბერს. იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მოსამართლეობის კანდიდატების ბიოგრაფიები. რაც შეეხება მათთან გასაუბრების ჩატარების განრიგს, ის გასაუბრებამდე მხოლოდ 1 დღით ადრე გამოქვეყნდა, რითიც საბჭო აგრძელებს საკუთარი სხდომების შესახებ საზოგადოების დაგვიანებული ინფორმირების მანკიერ პრაქტიკას.

მხედველობაში ვიღებთ რა, მოსამართლეთა მიმდინარე კონკურსის მასშტაბურობას და მნიშვნელობას დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს ჩამოყალიბების საქმეში, საკითხისადმი განსაკუთრებულად მაღალ საჯარო ინტერესს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის პროცესში დამკვიდრებულ მანკიერ პრაქტიკას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მოვუწოდებთ: მიმდინარე კონკურსი წარმართოს ღიად, გამჭვირვალედ და ობიექტურად და უზრუნველყოს, რომ საზოგადოების მხრიდან პროცესი სწორედ ასეთად იქნეს აღქმული, რათა მოსამართლის თანამდებობაზე დანიშნულ იქნენ მხოლოდ მაღალკვალიფიციური და ღირსეული კანდიდატები, რომელთა რეპუტაცია ეჭვქვეშ არასოდეს დამდგარა. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად იუსტიციის საბჭომ:

- გამოაქვეყნოს მიმდინარე კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის ყველა კანდიდატის ბიოგრაფია, თანახმად ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლისა, რომელიც თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების შესახებ ნებისმიერ ინფორმაციას აცხადებს ღია საჯარო ინფორმაციად;

- მიმდინარე კონკურსის ფარგლებში, მოსამართლეობის თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების ჩატარების თარიღისა და დროის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნოს კანონით დადგენილი წესით, გასაუბრების ჩატარებამდე სულ მცირე 7 დღით ადრე;

- მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები ჩატარდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ღია სხდომაზე, დადგენილი პრაქტიკის შესაბამისად;

- მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებების სხდომები გაიხსნას მედიის მიერ გადაღებისთვის;

- მიიღოს ყველა ზომა, რათა თავიდან იქნას აცილებული იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არსებული ინტერესთა კონფლიქტი. აღნიშნულის მისაღწევად საჭიროა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, როგორც კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატი, კონკურსის ყველა ეტაპზე ჩამოცილებულ იქნას მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების პროცესს;

-მოსამართლეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე იმსჯელოს საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ საჯარო განცხადებაშიკონკრეტული მოსამართლეების შესახებ მითითებულ ინფორმაციაზე"- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია GYLA

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო TIG

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC

კონსტიტუციის 42-ე მუხლი Article 42 of the Constitution

ადამიანის უფლებათა ცენტრი HRC

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI

ფონდი ღია საზოგადოება - საქართველო OSGF





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42