სტიქიის შედეგად დაზარალებული კომპანია თბილისის მერიისგან იაფ სესხს მიიღებს
საზოგადოება - 13:00, 02 Dec, 2015     1197

13 ივნისს სტიქიის შედეგად დაზარალებული კომპანია თბილისის მერიისგან იაფ სესხს მიიღებს. კომპანია "კოლორადო გრუპისთვის" 250 000 ლარის იაფი სესხის დამტკიცებასთან დაკავშირებით, თბილისის მთავრობამ გადაწყვეტილება დღეს მიიღო. "კოლორადო გრუპი" თბილისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ,,მეწარმეობის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება. კომპანია სესხს წლიურ 3 %-ად, 84 თვის ვადით მიიღებს.

კომპანიის მიერ წარმოდგენილი ბიზნესპროექტი 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალებული "კოლორადო გრუპის" საქმიანობის აღდგენას ითვალისწინებს.

"კოლორადო გრუპის" ძირითად საქმიანობას სარეკლამო და პოლიგრაფიული მომსახურება წარმოადგენს. სტიქიის პერიოდში ორგანიზაციას სრულიად გაუნადგურდა ძირითადი და საბრუნავი საშუალებები. სესხის მიღების შემდეგ კომპანია გეგმავს დანადგარების შეძენას და ახალ საწარმოო ფართში გადასვლას.

იაფი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობის პროექტი, რომელიც მეწარმეებს სესხის 6%-ად აღების საშუალებას აძლევს, თბილისის მერიის პროგრამის „მეწარმეობის მხარდაჭერა“ ფარგლებში ხორციელდება. მიმდინარე წლის ოქტომბერში პროექტში ცვლილება შევიდა და სესხით სარგებლობა სტიქიური მოვლენის/სტიქიური უბედურების, ასევე ხანძრის ან შენობა-ნაგებობის დაზიანების/დანგრევის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს წლიური 6%-ის ნაცვლად 3%-ად შეუძლიათ. "კოლორადო გრუპი" სტიქიით დაზარალებული პირველი კომპანიაა, რომელიც სესხს განახლებული, შეღავათიანი პირობებით მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42