ჩინური კორპორაცია საქართველოში საქმიანობის გაზრდას გეგმავს
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:32, 02 Dec, 2015     1112
საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდის საკითხებზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა „China Shipping Europe Holding“-ის პრეზიდენტ ლიუ ჭონგ პინგთან.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ჩინური კორპორაცია, რომელიც 80 საერთაშორისო და ადგილობრივი მარშრუტის გავლით, მსოფლიოს 180-ზე მეტ პორტშია წარმოდგენილი, საქართველოში საქმიანობის გაზრდას გეგმავს. კომპანიის შეფასებით, ახლო მომავალში საქართველოსა და შავი ზღვის ქვეყნებს, აგრეთვე საქართველოსა და აზიის ქვეყნებს შორის საგარეო ვაჭრობა კიდევ უფრო ინტენსიური იქნება. ამის შედეგად, საზღვაო გადაზიდვების სფეროში მომსახურების ფართო სპექტრი და ხარისხი თვისობრივად ახალ, უფრო მაღალ სტანდარტებს დააკმაყოფილებს.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, 9-10 დეკემბერს ჩინეთში საქართველო-ჩინეთის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დროსაც განხილული იქნება საქართველოს სატრანსპორტო დერეფანში ჩინეთიდან ტვირთის გატარების საკითხი.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განცხადა, რომ კომისიაზე ოფიციალურად გაიხსნება მოლაპარაკების პროცესი ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს სატრანსპორტო ბაზარზე ლოგისტიკური კომპანიების საქმიანობის ხელშეწყობის უზრუნველსაყოფად მ.წ. 15-16 ოქტომბერს საქართველოში პირველად გაიმართა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც ასევე მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს ახალი აბრეშუმის გზის მონაწილე ქვეყნებისათვის, წარმატებით განახორციელონ ერთობლივი რეგიონალური მნიშვნელობის პროექტები. მინისტრის განცხადებით, ყოველივე ხელს შეუწყობს საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად რეალიზებას და დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვას.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მასშტაბურ პროექტებზე, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ან მოახდენენ სამომავლოდ ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის დონის ამაღლებაზე. მათ შორის, მინისტრმა გამოყო ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობის პროექტი.

მინისტრმა ხაზი გაუსვა 2015 წლის თებერვალში ჩინეთიდან საქართველოში პირველი საკონტეინერო მატარებლის შემოსვლის ფაქტზე. მისი თქმით, ესაა ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც წარმატებით განხორციელდა საქართველოს რკინიგზის, აზერბაიჯანის რკინიგზის, ყაზახეთის რკინიგზისა და ჩინეთის პროვინცია სინძიანის უშუალო მონაწილეობით. 28 სექტემბერს საქართველოში შემოვიდა მეორე ბლოკ-მატარებელი. აბრეშუმის გზის მარშრუტზე ტვირთმა რეკორდულ დროში, შვიდ დღეში გაიარა.

აღნიშნული პროექტების განხორციელების შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზრდება საქართველოს სატრანზიტო დერეფნის გამტარუნარიანობა, გადაზიდვის სიჩქარე და უსაფრთხოება. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ გაიზრდება საერთაშირისო სატრანსპორტო სისტემებში საქართველოს ინტეგრაციის ხარისხი, რაც საგრძნობლად გაზრდის საქართველოს ეკონომიკურ პოტენციალს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42