"შეზღუდული არაფერია" - დღეს „განსაკუთრებული ჟურნალის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება
საზოგადოება - 11:33, 02 Dec, 2015     628
დღეს, საღამოს 6 საათზე „განსაკუთრებული ჟურნალის“ ახალი ნომრის პრეზენტაცია გაიმართება.

ღონისძიებაზე მოწვეული იქნებიან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები.

„განსაკუთრებული ჟურნალი“ ყოველთვიურია და მისი შინაარსი საკმაოდ საინტერესოა - მედიცინა, რელიგია, ე.წ. შშმ პირების ცხოვრება და მათი მოღვაწეობა, თეატრი, კინო, პროზა-პოეზია და ხელოვნების სხვა ყველა დარგი.

„აღნიშნულ თემებზე მუშაობენ განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანები და ასევე - სხვა ცნობილი საზოგადო მოღვაეები, დამწყები და ცნობილი ჟურნალისტი, რადგან ჟურნალი ინტეგრირებულია და განსაკუთრებული მისია აქვს ამ პროექტს, რომელიც მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ხორციელდება. „განსაკუთრებულმა ჟურნალმა“ შშმ პირთა რესოციალიზაცია, ინტეგრაცია და მათი დასაქმების ხელშეწყობა განიზრახა, რასაც ამ ეტაპზეც რეალურად ავითარებს.

შესაბამისად, მსგავსი კატეგორიის ადამიანთა დასაქმება და მათი პოპულარიზაცია მიმდინარეობს. ამ კატეგორიის ადამიანების უფლებები ყოველ დღე უნდა იყოს დაცული და არა მხოლოდ 14 ივნისს ან 3 დეკემბერს, თუმცა ეს დღეები ამ უმნიშვნელოვანეს დეტალზე ნათლად მიგვითითებს, რომ მათი უფლებები მუდმივად უნდა გვახსოვდეს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ აღნიშნული ღონისძიება თბილისის მედიათეკების გაერთიანებამ შემოგვტავაზა და ჩვენც დიდი სიამოვნებით მივიღეთ, რადგან ეს „განსაკუთრებულ ჟურნალს“ ეძღვნება და ყველა შშმ პირს ამისთვის ჩვენი რედაქციის სახელით დიდი მადლობა მედიათეკას“, - განაცხადა „განსაკუთრებული ჟურნალის“ დამფუძნებელმა და მთავარმა რედაქტორმა, ნუგზარ ჭიაბერაშვილმა.

„განსაკუთრებული ჟურნალის“ პრეზენტაცია ეძღვნება 3 დეკემბრს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დაცვის დღისადმი. საღამო გაფორმებული იქნება, უსინათლო მხატვრის გიორგი ქობელაშვილის ნახატებით. აგრეთვე მოეწყობა ქეთი ჭიღლაძის ხელნაკეთი ნამუშევრების გამოფენა. მუსიკალურ ნომრებს შეასრულებს უსინათლოთა სექსტეტი ედელვაისი. აგრეთვე მოწვეული იქნებიან ყველასათვის ცნობილი პოეტები და საზოგადო მოღვაწეები. ისინი თავიანთი შემოქმედებით გაალამაზებენ აღნიშნულ ღონისძიებას. გარდა ამისა სტუმრებს და მონაწილეებს, „განსაკუთრებული ჟურნალის“ თანამშრომლებს, რომელთა შრომის დასაფასებლად კეთდება ეს საღამო, ბევრი სიურპრიზი ელით“, _ განაცხადა თბილისის მედიათეკების გაერთიანები კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორმა, რუსუდან მუმლაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42