ბათუმში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა დაანგრიეს
საზოგადოება - 21:41, 01 Dec, 2015     1467
"კურიერის" ინფორმაციით, ბათუმში მდებარე ისტორიული ნაგებობა დაანგრიეს, მის ადგილას კი ახალი კორპუსი შენდება.

საუბარია 130 წლის შენობაზე, რომელსაც ძეგლის სტატუსი ჰქონდა მინიჭებული. დანგრეულის ადგილას დღეს 7-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს.

ადგილობრივი არასამთავრობოების ინფორმაციით, მე -19 საუკუნეში აგებული შენობის დემონტაჟი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან ამ ფაქტზე რეაგირება არ ყოფილა.

ვაშა-ფშაველას 13-ში მდებარე სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი დანგრევამდე რამდენიმე თვით ადრე, 2015 წლის ივნისში, მიენიჭა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელი, მირანდა ჩარკვიანი, ამბობს, რომ სააგენტო ძეგლის რეაბილიტაციაზე მუშაობდა და უკვე არსებობდა პროექტის ესკიზებიც. თუმცა, ძეგლი კერძო მესაკუთრემ თვითნებურად დაანგრია და სააგენტოს ოფიციალური ნებართვა რეკონსტრუქციაზე ან დემონტაჟზე არ გაუცია.

ვაშა ფშაველას 13 ნომერში საცხოვრებელ კორპუსს შპს სლავა აშენებს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი შენობის კულტურული მემკვიდრეობის შესახებ არავის გაუფრთხილებია. შენობა კი სიძველის გამო თავად ჩამოინგრა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას უკვე მიმართა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42