შეხვედრა გაიმართა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში. თემა სახლახო დამცველის სპეციალური წარმომადგენლის ანგარიში იყო, “განათლების უფლება გალის რაიონში 2015 – 2016 - სასწავლო სიახლეები და თანმდევი პრობლემები”.
ხანგრძლივი დისკუსიის დროს მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქართული ენის გადასარჩენად, ოკუპირებულ აფხაზეთში მოსწავლეებისთვის მშობლიური ენის ონლაინ სწავლება უნდა დაიწყოს.
შეხვედრაზე ის რეკომენდაციები განიხილეს, რომლებიც სახალხო დამცველმა წარადგინა. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის განმარტებით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა გალის რაიონში ქართული ენის შესწავლა არ შეიზღუდოს. სამომავლოდ დაგეგმილია ენის ონლაინ რეჟიმში სწავლება.
„განათლების უფლება გალის რაიონში და თანმდევი პრობლემები“ - სპეციალური ანგარიში სახალხო დამცველს ეკუთვნის.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გალის რაიონში ბავშვებს ეზღუდებათ მშობლიურ ენაზე სასკოლო განათლების მიღების უფლება.
საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებით, 2015-2016 სასწავლო წელს, რაიონის ყველა დაწყებითი კლასის მოსწავლემ სწავლა რუსულად, რუსეთის ფედერაციაში გამოცემული სახელმძღვანელოებით დაიწყო.
უჩა ნანუაშვილი მოუწოდებს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში მონაწილე სახელმწიფო სტრუქტურებს და საქართველოს პარლამენტს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, განათლების უფლების დასაცავად.
მასალის გამოყენების პირობები






