„მიკრომეწარმე 2015“-ის გამარჯვებულები უკვე ცნობილია
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:12, 01 Dec, 2015     990

საქართველოში პირველად კონკურსი „მიკრომეწარმე 2015“ გაიმართა. პროექტი საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით ჩატარდა. „მიკრომეწარმე 2015“ პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა და მისი ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

კონკურსის გალადაჯილდოვებაზე გამარჯვებულები 5 სხვადასხვა ნომინაციაში გამოავლინეს: წლის საუკეთესო მიკრომეწარმედ თამაზ ნამორაძე დასახელდა და მას ფულადი ჯილდო 5 000 ლარი ერგო. გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებშიც გამოვლინდნენ: წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე - ფიქრია ბანძელაძე; წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე - ანა წიქარიშვილი; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე - გია ჯანჯღავა და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე - თამარ თავზარაშვილი; თითოეული მათგანს ფულადი ჯილდო 2500 ლარი გადაეცათ. გამარჯვებულები სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, პოლონეთის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩეიშკოვსკიმ, ბიზნეს ომბუდსმენმა გიორგი გახარიამ, ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ გენერალურმა დირექტორმა თინათინ რუხაძემ და მიკროსაფინანსო ცენტრ MFC-ის წარმომადგენელმა დააჯილდოვეს.

„მიკრომეწარმე 2015“-ის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.

კონკურსში ასობით განაცხადი შევიდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. თითეული განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა დეტალურად იქნა განხილული და შესწავლილი კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც შედიან: გიორგი გახარია - ბიზნესომბუსმენი, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში - ეკონომიკური საბჭოს მდივანი; მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი; თინათინ რუხაძე - ორგანიზაცია„ ქალებიმომავლისთვის“გენერალური დირექტორი და კომპანია „ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; ლევან კალანდაძე - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში; ალექსანდრეგომიაშვილი - „კრედიტინფოს“ გენერალური დირექტორი; ზურაბ ლალაზაშვილი - BDO-სმმართველი პარტნიორი; ლევან გოგოლაძე - PMO Business Consulting-ის პარტნიორი; თამარ ლებანიძე - ფონდ „კონსტანტას“ გამგეობის თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ბესიკ შენგელია - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და მისო „ლაზიკა კაპიტალის“ დირექტორი; არჩილ ბაკურაძე - მისო „კრისტალის“ გამგეობის თავმჯომარე და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი და აიეტი კუკავა - „ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი. ჟიურის გადაწყვეტილება და გამარჯვებულების ვინაობა მხოლოდ 30 ნოემბერს გახდება ცნობილი.

გალა დაჯილდოვებამდე ასევე გაიმართა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრმა ორგანიზაციებმა: კრედომ, ლაზიკა კაპიტალმა, კრისტალმა, ბი-აი-ჯიმ, სვის კაპიტალმა და ფინკა ბანკმა.

###

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: award.microfinance.ge.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარებისთანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42