"იარაღი ჩაგვიდეს, ჩემი თვალით დავინახე" - ISIS-თან შესაძლო კავშირის ბრალდებით დაკავებულის ბებია
საზოგადოება - 15:35, 01 Dec, 2015     1104
სამართალდამცავებს უკანონობასა და უფლებამოსილების გადაჭარბებაში დაბა ნასაკირალში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ISIS-ის მებრძოლებთან შესაძლო კავშირის გამო დაკავებულის გია ბახუნტარიძის ბებიაც ადანაშაულებს.
მისი თქმით, სუს-ის თანამშრომლებმა მათ სახლში იარაღი თავად მიიტანეს.
კვირა დილით ჩატარებული სპეცოპერაციის დეტალებზე "ნიუპოსტის" ადგილობრივ კორესპონდენტს თვითმხილველი - ბახუნტარიძის ბებია ესაუბრა:
"ღამის 5 საათი იყო. დააკაკუნეს, კარი გიამ გაუღო. რომ შემოვიდნენ სახლში გაკოჭეს და გვერდზე დააგდეს. ვერაფერს ვერ მივხვდი, რა გვჭირდა, მეძინა რომ შემოვარდნენ სახლში. შვილი პატიმარი მყავს, მეუღლე ორი წლის წინ მომიკლეს. ეს ერთი მარჩენალი გვყავდა სახლში და ესეც დააკავეს. ჩემი თვალით დავინახე იარაღი რომ ჩადეს, ვიყვირე, იარაღი ჩაგვიდვეს-მეთქი, შეახვიეს და შეაგდეს საწოლის ქვემოთ. დედაბერმა ჩემი თვალით დავინახე. ახლა რა უნდა ვქნათ, სამართალი არ არის ქვეყანაზე. სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს, უმცროსი 2 თვისაა. მე ჩიყვის ოპერაცია მაქვს ახალ გაკეთებული, ძლივს ვლაპარაკობ. არაფერი არ უთქვამთ რატომ აკავებდნენ, ბათუმის ბინიდან ამოიღეს რაღაც შავი დროშაო, ეს გავიგონე, რომ ლაპარაკობდნენ. აქ არაფერი არ დაგვიტოვეს, ტელეფონები ჩამოგვართვეს. არც თურქეთში დადიოდა, არც არაფერი. არ ვიცი რა ვთქვა. დარეკვითაც ვერ ვრეკავ, ვინმეს რამე ვუთხრა ან ვკითხო" - აცხადებს შურა ბახუნტარიძე.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა.

ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა.

იზორიის თქმით, "ჩხრეკის შედეგად ოთხი პირის საცხოვრებელი სახლებიდან ხელყუმბარები, ცეცხლსასროლი პისტოლეტები, საბრძოლო ვაზნები და ცილინდრული ფორმის ასაფეთქებელი მოწყობილობები ამოიღეს. ასევე ამოღებულია მობილური ტელეფონები, სხვადასხვა მობილური ოპერატორების სიმ-ბარათები, მეხსიერების ბარათები, კომპიუტერული მოწყობილობები, ინტერნეტ-მოდემები, ნოუთბუქები, სხვადასხვა ლიტერატურა, ინფორმაციის მატარებელი ელექტრონული მოწყობილობები, CD და DVD დისკები და ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამურ სახელმწიფოს" მიკუთვნებული დროშები. აღნიშნული ღონისძიებების შედეგად სუს-ის კონტრტერორისტული ცენტრის და შსს-ს თანამშრომლებმა ოთხი პირი: ჯამბულ ა, მირიან ბ, გია ბ. და ლაშა გ. დააკავეს. აღნიშნულ პირებს ბრალი წარედგინათ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით", - აღნიშნა მან.

თეა იოსელიანი- გურია




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42