"შეყვარებულმა ულტიმატუმი წაუყენა" - ხაშურში მომხდარი თვითმკვლელობის დეტალები
საზოგადოება - 14:20, 01 Dec, 2015     20756
"ნიუპოსტისთვის" ხაშურში მომხდარი სუიციდის ფაქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გახდა ცნობილი. როგორც 20 წლის ავთო დურგლიშვილის მეზობელი გვიყვება, ახალგაზრდამ თვითმკვლელობა მას შემდეგ გაადაწყვიტა, რაც მისმა შეყვარებულმა მოკლეტექსტური შეტყობინებით აცნობა, რომ "თუ თბილისში ბინას არ შეიძენდა ცოლად არ გაჰყვებოდა".

"ავთოს ბავშვობიდან ვიცნობ, სრულიად შემძრა მომხდარმა, ყველამ იცოდა რომ მას 2 წლით დიდი შეყვარებული ყავდა, ისიც ხაშურელი გოგოა, ცოტა არეული ოჯახი აქვს, თუმცა რახან ავთოს ძალიან უყვარდა ამაზე ყურადღებას არავინ ამახვილებდა. როგორც სამძიმარზე მისულებს გარდაცვლილის ბებია უყვებოდა, ავთო ბოლო დროს დადარდიანებული იყო, საკუთარ თავში ჩაიკეტაო. ათი დღის წინ ბებია და შვილიშვილი ერთ ოთახში ყოფილან, როცა ტელეგონზე SMS - ი მიუღია, ბებიის ინფორმაციით, იმ გოგოს ავთოსთვის ულტიმატუმი წაუყენებია, თბილისში ბინა იყიდე, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამოგყვები ცოლადო. ბიჭი გაღიზიანებულა, მეორე სართულზე ასულა, გარკვეული პერიოდის შემდეგ, რაც მისგან ხმა არ ისმოდა ბებიამ ააკითხა და შემზარავ სურათს წააწყდა, ავთოს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ჰქონდა“- უთხრა „ნიუპოსტს“ გარდაცვლილის მეგობარმა, რომლის თხოვნით ჩვენ მის ვინაობას არ ვასაჯაროვებთ.

მისი თქმით, ავთო ბებიასთან ერთად იზრდებოდა, მშობლები მაშინ გაშორდნენ, როცა ის ძალიან პატარა იყო. მამას მეორე ოჯახი ჰყავს და შვილთან არ კონტაქტობდა, დედა კი წლებია თურქეთში მუშაობს.

„ძალიან რთული ბავშვობა გამოიარა, დედ-მამა გაშორებული არიან, მამას ცაკლე ოჯახი ჰყავს, დედა თურქეთში მუშაობს, შვილის გარდაცვალების შესახებ მან საქრთველოში გაიგო, რადგან მოტყუებით ჩამოიყვანეს, უთხრეს, რომ ავთო ავარიაში მოჰყვა და მძიმე მდგომარეობაში იყო. მამას რაც შეეხება, სანამ მე სამძიმრებზე დავდიოდი, ის კაცი იქ არ დამინახია, თუმცა დაზუსტებით ვერ ვიტყვი რომ შვილის გასვენებაში არ ჩამოსულა“- აღნიშნა რესპოდენტმა.

დურგლიშვილის მეზობლის ინფორმაციით, გარდავლისლს ფსიქიკური პრობლემები აღენიშნებოდა.

„ავთოს წესი ტაძარში აუგეს, ამბობენ, რომ მამაომ ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც შეიტყო, რომ მას (გადრდაცვლილს) ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა. აქვე გეტყვით, რომ მისი ფსიქიკური პრობლემა მკვეთრად გამოხატული არ იყო, უცნაურად კი იქცეოდა თუმცა არავის ერჩოდა. ე.წ ქუჩის ბიჭი არ იყო, იშვიათად თუ დაინახავდი ბირჟაზე, ხშირად ვხვდებოდით ტაძარში, ძალიან მორიდებული და მშვიდი მახსოვს. როგორც ახლობლები ამბობენ, ბიჭს სწავლის გაგრძელება დედაქალქში ნამდვილად უნდოდა, თუმცა ერთიანი ეროვნული გამოცდის ჩაბარება ვერ შძლო და ამას ძალიან განიცდიდა“- ამბობს რესპოდენტი.

ტრაგედია ხაშურში, 10 დღის წინ მოხდა. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ავთო დურგლიშვილმა შეყვარებულისგან მიღებული მოკლე ტექსტური შეტყობინების წაკითხვის შემდეგ, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მამაკაცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ფლობს შს სამინისტროც.

როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ავთო დურგლიშვილი ხაშურის გამგებლის მეზობელია. გიორგი გურასაშვილი გარდაცვლილს დადებითად ახასიათებს. გამგებლისთვის თვითმკვლელობის მოტივი უცნობია.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42