კვირეულის ფარგლებში უნივერსიტეტში ჩატარდა საჯარო ლექციები აქტუალურ თემებზე, რომლებიც ცნობილმა და კომპეტენტურმა ადამიანებმა წაიკითხეს. სტუმართა სია მოიცავდა საზოგადო მოღვაწეებს, ტელეწამყვანებს, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს და ა.შ.
კვირეულის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა საინტერესო ღონისძიება სტუდენტების ჩართულობით, რამაც კვირეული დინამიური და აქტიური გახადა.
აღსანიშნავია, რომ დახურვის ცერემონიალზე გაიმართა კონკურსის „ტოლერანტობა თავისუფლებაა“ მონაწილეების დაჯილდოვება, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებმა კრეატიული კამპანიის იდეები წარმოადგინეს.
ტოლერანტობის კვირეული გრანდიოზული ფოიერვერკითა და ფრანებით დასრულდა.
გთავაზობთ ინტერვიუს საქართველოს უნივერსიტეტის კანცლერთან კონსტანტინე თოფურიასთან.
გვესაუბრეთ ტოლერანტობის კვირეულზე:
მინდა ავღნიშნო, რომ საქართველოს უნივერსიტეტმა ტოლერანტობის კვირეულის ტრადიციას გასულ წელს ჩაუყარა საფუძველი, ნიშნად ჰუმანური და ტოლერანტული ღირებულებების პოპულარიზაციისა. აღსანიშნავია, რომ ჩვენთან სწავლობენ, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუდენტები, ამიტომ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებამ ამ კუთხით ჩვენთვის ორმაგად მნიშვნელოვანი გახდა.
ტოლერანტობის კვირეულის სლოგანია „ტოლერანტობა თავისუფლებაა“. კვირეულის განმავლობაში ტარდება საინტერესო ლექციები ისეთ თემებზე როგორიცაა „სიტყვისა და თვითგამოხატვის თავისუფლება და ტოლერანტობა“, „პოლიტიკური ტოლერანტობა“, „ტოლერანტობა საჭესთან და ქომაგობის დროს“ და ა.შ. საჯარო ლექციებზე სტუდენტების ჩართულობა საკმაოდ მაღალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ჰუმანური ღირებულებებს.
ტოლერანტობის კვირეულის ტრადიცია, მაღალი ხარისხის განათლება და სტუდენტების აქტიური ჩართულობა მიუთითებს, რომ საქართველოს უნივერსიტეტი სწორი ღირებულებების დამკვიდრებას უწყობს ხელს.
საქართველოს უნივერსიტეტი ამ ტრადიციას აუცილებლად გააგრძელებს და მომავალ წელსაც უმასპინძლებს ტოლერანტობის კვირეულს.
მასალის გამოყენების პირობები






