„ძალიან დროულად იყო ის ჩემს მიერ ნათქვამი, რომ მუსლიმანური რელიგია და ნებისმიერი რელიგია როგორ მისცემს იმის საშუალებას, რომ უდანაშაულო ხალხი დახოცონ. მინდა მივმართო საზოგადოებას, რა გზები არსებობს კიდევ იმისთვის, რომ ეს საფრთხე თავიდან ავიცილოთ. მოხარული ვარ, რომ გხედავთ და ჩვენთან მობრძანდით", - ბრძანა უწმინდესმა.
საქართველოს მუფთმა ბეგლარ ქამაშიძემ კათოლიკოს-პატრიარქს რეზიდენციაში მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში განვითარებულ უარყოფით მოვლენებთან ისლამს კავშირის არ აქვს.
„ტრადიციული ისლამი ყოველთვის სიმშვიდეს მოიცავს, ურთიერთსიყვარულს, ურთიერთდახმარებას. საუკუნეების განმავლობაში ქართველი მუსლიმები ქართველ მართლმადიდებლებთან ყოველთვის მეგობრულად იყვნენ და ეს უნდა გაგრძელდეს. სახელმწიფო თანადგომას გვიცხადებს ჩვენ, რომ საქართველოში გაიხსნას მედრესეს სახით სასწავლებელი, რომელიც ადამიანებს ძირითადი ისლამის სიყვარულს ჩაუნერგავს და არ იქნება მოძალადე", - განაცხადა ქამაშაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






