მამა ილია კარტოზიას ოჯახს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ დაწესებული ჯილდო გადაეცა
საზოგადოება - 10:04, 01 Dec, 2015     2165

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა 2014 წელს ადრიატიკის ზღვაში ტრაგიკულად დაღუპული არქიმანდრიტის, მამა ილია კარტოზიას ძმას, ნიკა კარტოზიას ის სიგელი გადასცა, რომლითაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ მამა ილია კარტოზია ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

„მე გასულ კვირას ვიზიტით გახლდით ლონდონში, სადაც საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა კოჯი სეკიმიცუმ პირადად გადმომცა მამა ილია კარტოზიასთვის დაწესებული ეს ჯილდო მისი ოჯახისთვის გადასაცემად. მსურს კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციას და მის ხელმძღვანელს ჩვენი გმირულად დაღუპული თანამემამულის თავგანწირვის განსაკუთრებული დაფასებისთვის და მათ მიერ დაწესებული ეს ჯილდო გადავცე მამა ილია კარტოზიას ძმას, ბატონ ნიკა კარტოზიას. აღსანიშნავია, რომ ასეთი დონის საზღვაო ჯილდო აქამდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

მცხეთის დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ილია კარტოზია 2014 წლის 28 დეკემბერს იტალიურ ბორან “Norman Atlantic-”ზე გაჩენილი ხანძრის დროს უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. ცეცხლმოკიდებულ გემზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციის დროს, მამა ილიამ სამაშველო ნავში თავისი ადგილი ბავშვიან ქალბატონს დაუთმო, თავად გემბანზე დარჩა და მაშველებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციამ, რომელიც ზღვაში ჩადენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის ყოველწლიურად აჯილდოებს სხვადასხვა ადამიანებს, 2014 წელს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი სასულიერო პირი გამოჩენილი განსაკუთრებული სიმამაცისთვის დააჯილდოვა.

„კიდევ ერთხელ მინდა გამოვხატო ჩემი გულისტკივილი მამა ილიას გარდაცვალების გამო, კიდევ ერთხელ მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს, გამძლეობა ვუსურვო და გადავცე სიგელი, რომელიც არის დამსახურება და კიდევ ერთხელ აღიარება მამა ილიას თავგანწირვისა და სიმამაცისა“ - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42