"უგონოდ შემიყვარდა ჩემი ყოფილი თანაკლასელი, რომელსაც ოდესღაც ასე ვამცირებდი..."
საზოგადოება - 19:40, 30 Nov, 2015     18273

ვერასდროს წარმოვიდგენდი, ოდესმე იმ ბიჭის ცოლი თუ გავხდებოდი, რომელსაც მთელი სკოლის პერიოდის განმავლობაში დავცინოდით, რადგან ლევიკო მაშინ „ძალიან ხუთოსანი“, წყნარი, წესიერი და ზრდილობიანი იყო და, ჩვენ, შტერი გოგოები, „დედიკოს ბიჭობად“ აღვიქვამდით ამ ყველაფერს. საწყალი, ისე გვყავდა დაშინებული, სადაც დაგვინახავდა, ცხრა მთას იქით გვემალებოდა, განსაკუთრებით კი მე გამირბოდა, რადგან ყველაზე მეტად მე ვამწარებდი გამოგონებული სახელებით.

მეცხრე კლასიდან ლევიკო სხვა სკოლაში გადაიყვანეს. სიმართლე გითხრათ, არც კი დავინტერესებულვართ, გაგვეგო, სად გადავიდა ჩვენგან სისხლგაშრობილი თანაკლასელი, რომელიც, ასეთი წამების მიუხედავად, მაინც ყველა საგანში გვაწერინებდა ხოლმე საკონტოროლოებს. არც ის გვიკითხავს ვინმესთვის, რატომ წავიდა სკოლიდან, რომლის ახლოსაც ცხოვრობდა და რომელშიც თითქმის ცხრა წელი დადიოდა. მოკლედ, გადავიდა და მეორე დღიდან დაგვავიწყდა მისი არსებობა, მხოლოდ საკონტროლოების დროს გაგვახსენდებოდა ხოლმე, მეტი არაფერი.

ლევიკოს ჩვენი კლასის ავარდნილი ბიჭებიც ჩაგრავდნენ – დასცინოდნენ, ამცირებდნენ, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა, აინუნშიც არ აგდებდა მათ საქციელს. უფრო წესიერ ბიჭებს უნდოდათ ლევიკოსთან მეგობრობა, მაგრამ ვერ ბედავდნენ – ჩვენი კლასის „ყოჩებს“ არ ეწყინოთო და საწყალი ბიჭი იყო თავისთვის, განაპირებული, მხოლოდ ერთ პარალელურკლასელ ბიჭს ეძმაკაცებოდა, მეტს არავის.

სკოლა რომ დავამთავრეთ, მე და ჩემი ორი დაქალი უნივერსიტეტში მოვეწყვეთ. მესამე კურსზე რომ გადავედით, სტუდენტურ დღეებში მონაწილეობა გადავწყვიტეთ და სწორედ იქ შევხვდით ლევიკოს, რომელიც სკოლის მერე აღარ გვენახა. მაგრამ, სადღა იყო ის მორცხვი და მორიდებული ბიჭი! ჩვენ წინ იდგა მაღალი, სპორტული აღნაგობის, საკუთარ თავში დარწმუნებული ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც როიალთან იჯდა, ირონიული ღიმილით გვიყურებდა და რაღაც ლამაზ ბლუზს უკრავდა. ვიცანით, მაგრამ უცებ ვერ გამოვეცნაურეთ, რადგან ახლა, ამდენი წლის შემდეგ შეგვრცხვა ბავშვობის დროს ჩადენილი ტუტუცური საქციელის გამო.

ისე მოხდა, რომ მე და ჩემს დაქალს უნდა გვემღერა და აკომპანემენტი ლევიკოს და მის ორ ძმაკაცს უნდა გაეკეთებინათ. ამ სიტუაციამ ძალაუნებურად დაგვაახლოვა და, მე, შეიძლება ითქვას, უგონოდ შემიყვარდა ჩემი ყოფილი თანაკლასელი, რომელსაც ოდესღაც ასე ვამცირებდი. ლევიკო ყველაფერს ხვდებოდა, მაგრამ ხაზს უსვამდა იმას, რომ ჩემნაირი გოგოები არ მოსწონდა, მაგრამ მაინც „კატათაგვობანას“ მეთამაშებოდა: ხან ახლოს მიმიშვებდა და რაღაცის იმედს მაძლევდა, ხან კი უხეშად „მომიფრიალებდა“ და ტირილამდე მივყავდი. ერთი პერიოდი ჩემს ერთ-ერთ დაქალსაც კი ხვდებოდა, მერე ჩემს სამეგობროს (გოგოებს) დაუძმაკაცდა და სულ მათთან ერთად დადიოდა ყველგან, ოღონდ, უჩემოდ. ასე გაგრძელდა უნივერსიტეტის დამთავრებამდე. მერე კი ლევიკო სადღაც გაქრა. ვერაფრით ვერ დავადგინე, სად გაემგზავრა და რატომ – ყველა სხვადასხვა ინფორმაციას მეუბნებოდა.

გავიდა კიდევ ხუთი წელი. ლევიკოს დაბრუნების იმედი დავკარგე. მერე ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა კაცი, რომელსაც ვუყვარდი, პატივს მცემდა და ცოლად ვუნდოდი. ბევრი აღარ მიფიქრია და თანხმობა ვუთხარი, რადგან მეც მქონდა მის მიმართ სიმპათიები (თუმცა ამას სიყვარული არ ერქვა).

ჯვრისწერა და ქორწილი ერთ დღეს დავნიშნეთ. ჯერ ჯვარი უნდა დაგვეწერა, მერე ეკლესიიდან ქორწინების სახლში უნდა წავსულიყავით ხელის მოსაწერად, იქიდან კი – დარბაზში. ეკლესიაში წასასვლელად ჩემს საქმროს უნდა გამოევლო თავისი მაყრებით, მაგრამ ნახევარი საათით ადრე ჩემი ბინის კარს შარვალ-კოსტიუმში გამოწყობილი ლევიკო მოადგა მაყრიონით და, ამდენი ხალხის თანდასწრებით, მუხლზე დამდგარმა მთხოვა ცოლობა. ყველაფერი აირ-დაირია, მე გული წამივიდა, ვიღაცეებმა მუშტი-კრივი გამართეს, ერთი სიტყვით, ჩემი ქორწილი ჩაიშალა. ერთი კვირის შემდეგ კი ჩემს ყოფილ საქმროს ბოდიში მოვუხადე და ლევიკოს გავყევი ცოლად.

ხომ არის სერიალის თემა?!

ელე, 28 წლის.

წყარო: "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42