საბურთალოს რაიონის გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ 30 ნოემბერს თბილისის მერიის უფასო სასადილოებში არსებულ პრობლემებზე გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება.
"კერძოდ, კვლევაში ნათქვამია, რომ 2015 წლის 1 მარტიდან სამ სასადილოში 978 ბენეფიციარის მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში გათვალისწინებული მომსახურება ეწევა ძირითად სიაში მყოფ 1645 ბენეფიციარს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საბურთალოს რაიონში მდებარე ხუთ უფასო სასადილოში რეგისტრირებული 1645 ძირითადი სიის ბენეფიციარი სრულად იღებს კანონით გათვალისწინებულ მომსახურებას. აქედან, 978 ბენეფიციარის კვებას უზრუნველყოფს ერთ ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ი/მ თამაზ სიხარულიძე“, ხოლო 668 ბენეფიციარს ემსახურება მეორე ტენდერის შედეგად გამოვლენილი გამარჯვებული კომპანია „ნიუ სტარი“, რომლის შესახებაც ამ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში საუბარი საერთოდ არ არის.
რაც შეეხება ამ მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებულ ტენდერებს, მოგახსენებთ, რომ საბურთალოს რაიონში არსებული უფასო სასადილოების კვებით უზრუნველსაყოფად გამგეობის მიერ ტენდერი გამოცხადდა ორ ლოტად - დიდი დიღმისა და ვაშლიჯვრის საუბნო ტერიტორიაზე მდებარე სამი სასადილოს მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში (სულ 978 ბენეფიციარი, ძირითად სიაში) ი/მ თამაზ სიზარულიძემ“ გაიმარჯვა.
ცენტრალურ საბურთალოზე მდებარე ორი უფასო სასადილოს მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში კი გაიმარჯვა შპს. „ნიუ სტარმა“.
აღნიშნული ინფორმაცია საჯაროა და ტენდერების შესახებ დეტალური მონაცემები გამოქვეყნებულია შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ გვერდზე. www.spa.ge. ჩატარებული ტენდერების ნომრებია:
საბურთალოს რაიონის გამგეობა არასამთავრობო ორგანიზაციებს მოუწოდებს, რომ მომავალში, მსგავსი კვლევების მომზადებისას დაეყრდნონ ოფიციალურ ინფორმაციას, რომელიც საჯარო და ხელმისაწვდომია ნებისმიერი მოქალაქისათვის", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






