ოთარ დანელია გურიის რეგიონში ციტრუსის რეალიზების პროცესს გაეცნო
საზოგადოება - 15:22, 30 Nov, 2015     986

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, გია სალუქვაძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანიაში“ იმყოფებოდა და ციტრუსის მიღების პროცესს ადგილზე გაეცნო. საწარმოში ციტრუსის ჩაბარება-რეალიზაცია აქტიურად მიმდინარეობს.

,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ 2013 წლის ბოლოს გაიხსნა. კომპანიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 600,000 აშშ დოლარის სესხი აიღო. საწარმოში ციტრუსის გადამამუშავებელ-დამხარისხებელი ხაზები და პროდუქციის შესანახი მაცივარ - საწყობი მოეწყო. მიმდინარე წელს საწარმოს პლასტმასის ყუთების წარმოების ახალი ხაზი დაემატა. საწარმოში ჯამში 1 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

,,გურიის რეგიონში საკმაოდ გამართულად მიმდინარეობს მანდარინის ჩაბარების პროცესი. აღსანიშნავია, რომ ციტრუსის დამუშავება უმაღლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება და უკვე ევროპული სტანდარტის პროდუქცია გადის საქართველოდან“, - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანია“ მიმდინარე სეზონზე 3-4 ათასი ტონა ციტრუსის გადამუშავებას და ექსპორტს გეგმავს. საწარმოში დასაქმებულია 200-მდე ადგილობრივი მცხოვრები. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე და დსთ-ს ქვეყნებში ხდება.

როგორც საწარმოს დირექტორმა აღნიშნა, მოსახლეობისგან ციტრუსის მიღება აქტიურად მიმდინარეობს. კომპანია მოსახლეობას ე.წ სამუშაო ყუთებით უზრუნველყოფს და ციტრუსის ტრანსპორტირების ხარჯებსაც უნაზღაურებს. ,,ჩვენთვის მთავარია ექსპორტზე ხარისხიანი პროდუქცია გავიდეს. ხდება საწარმოში ციტრუსის რეცხვა, დაკალიბრება, პარაფინირება (ე.წ. გასანთვლა) და ევროპული სტანდარტით შეფუთვა ხდება. კონკურენცია ძალიან მაღალია, მაგრამ ვცდილობთ, ნაბიჯ-ნაბიჯ წავიდეთ წინ და ჩვენი პროდუქცია ევროპულ ბაზარზეც გავიტანოთ“, - აღნიშნა საწარმოს დირექტორმა, დავით სიხარულიძემ.

როგორც გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გია სალუქვაძემ აღნიშნა, წელს გურიის რეგიონში დაახლოებით 12-დან 15 ათას ტონამდე მოსავალს ელოდებიან. საწარმოები მოსახლეობისგან ციტრუსს შეუფერხებლად იბარებენ და შესაბამისად, ამ მიმართულებით გურიის რეგიონში პრობლემები არ იქნება.

,,ქართული სუბტროპიკული ხილის კომპანაიში“ ციტრუსის მიღება-გადამუშავების პროცესს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორი მარიანა მორგოშია და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები გაეცნენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42