ნუცუბიძის V მიკრორაიონში წყალსადენის მაგისტრალის რეაბილიტაციას ერთობლივი სამუშაო ჯგუფი უწევს მონიტორინგს
საზოგადოება - 15:04, 30 Nov, 2015     1106

თბილისის საკრებულოსა და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ახალი ინიციატივის ფარგლებში, ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მიერ დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოები, დღეს, ვაკის რაიონის გამგებლის მოადგილე ზვიად ჭილაიამ და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ოპერაციების მართვის დირექტორმა, მამუკა კიკალიშვილმა ადგილზე დაათვალიერეს.

ეს დედაქალაქში მიმდინარე ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული სამუშაოა, რომელიც, ერთობლივი ინიციატივის შესაბამისად, თბილისის საკრებულოს, ვაკის რაიონის გამგეობისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარმა სამუშაო ჯგუფმა დაგეგმა. სამუშაოების ჩატარება კონკრეტულ ვადაშია გაწერილი და მისი დროულად და ხარისხიანად შესრულებასაც სამუშაო ჯგუფი უწევს მონიტორინგს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ნუცუბიძის V მიკრორაიონში გამავალ 300 მმ-იანი მაგისტრალის 300-მეტრიან მონაკვეთს ახლით ცვლის. მაგისტრალი კვებავს 720-ე ნიშნულზე მდებარე რეზერვუარს, საიდანაც სასმელი წყალი ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონების მაცხოვრებლებს მიეწოდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება და მაგისტრალის ახალი მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება მიმდინარე წლის დეკემბრის ბოლოს იგეგმება. შედეგად, ნუცუბიძის IV და V მიკრორაიონებში მაგისტრალური ქსელის დაზიანების შემთხვევები, რაც წყალმომარაგების შეწყვეტის მიზეზი ხდება, მინიმუმამდე შემცირდება.

თბილისის საკრებულოსა და კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ახალი მენეჯმენტის ინიციატივა, რაც ინფრასტრუქტურული სამუშაოების კოორდინირებულად წარმართვისთვის ერთობლივი სამუშაო ჯგუფების შექმნას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა. დღეისათვის, დედაქალაქის ყველა რაიონში შექმნილია საკრებულოს, რაიონული გამგეობებისა და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წარმომადგენლებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფები, რომლებიც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ჩასატარებელ სამუშაოებს, მათ შორის წყალსადენისა და წყალარინების ქსელების რეაბილიტაციას, ერთობლივად გეგმავენ. სამუშაო ჯგუფები ტექნიკური სამუშაოების დადგენილ ვადებში დასრულებასაც უწევენ მონიტორინგს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42