თბილისის საკრებულოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილზე „თავისუფალი დემოკრატების“ ახალგაზრდული ფრთა შეიკრიბა.
აქციის მონაწილეები 1,18 ლარიან მენიუსთან დაკავშირებით საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატის რიმა ბერიძის განცხადებას აპროტესტებენ. მათ ადგილზე ჰქონდათ მიტანილი თეფშზე დაწყობილი საკვები - ერთი ნაჭერი, ძეხვი, ერთი ნაჭერი პური და ორცხობილა.
ადგილზე შეკრებილები ბერიძის განცხადებას სამარცხვინოს უწოდებენ. მათ ადგილზე ჰქონდათ პლაკატები წარწეით - "რიმყოფინე 1 ლარი და 18 თეთრი".
საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატი რიმა ბერიძე მიიჩნევს, რომ დღეში 1 ლარი და 18 თეთრი საკვებად საკმარისია. აღნიშნული განცხადება დეპუტატმა ორი დღის წინ გააკეთა. ბერიძე არ თვლის, რომ უფასო სასადილოებისთვის ბიუჯეტით განკუთვნილი თანხა საკმარისი არ არის. მისი თქმით, დღეში ერთხელ საკვები კალორიების დაცვით ხორციელდება და ამისთვის ბიუჯეტით განსაზღვრული თანხა საკმარისია.


მასალის გამოყენების პირობები






