,,მლანძღეთ... კიდევ ბევრ სიმართლეს გაიგებთ ჩემგან“ - გიორგი უშიკიშვილის პასუხი ჯემალ ჭკუასელს
საზოგადოება - 15:38, 29 Nov, 2015     11283
27 ნოემბერს, ანსამბლ ,,ერისიონის“ 130 წლის იუბილე გაიმართა. ამ თარიღთან დაკავშირებით კრიტიკული წერილი გამოაქვეყნა გიორგი უშიკიშვილმა სოციალურ ქსელში და ჯემალ ჭკუასელი ანსამბლის ისტორიის გაყალბებაში დაადანაშაულა. ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის კრიტიკას ,,კვირის პალიტრასთან“ გამოეხმაურა ჭკუასელი და უშიკიშვილს ,,უნამუსო ადამიანი“ უწოდა: "ეგ არის გათახსირებული კაცი, უნამუსო ადამიანი და უნამუსო ადამიანის ნაფიქრალია ეგ ყველაფერი! მიდგეს ახლა და ამტკიცოს, რაც დიდი ხანია უკვე ისედაც დადასტურებულია".

ფოლკლორისტი ,,ერისიონის“ ისტორიის დასზუსტებისთვის დაინსტერესებულ პირებს არქივის გადახედვას ურჩევს, ხოლო ჭკუასელს შეახსენებს, რომ ისტორიაში სიამრთლე არ იმალება.

,,უკვე მიპასუხა ვერ მისაბუთებს მაგრამ მლანძღავს ეს რას ნისნავს კარგად მოგეხსენებათ. ბატონო ჯემალ სიმართლე არ დაიმალება რაც არ უნდა იმართლოთ თავი. კიდე ბევრ სიმართლეს გაიგებთ ჩემგან და მლანძღეთ არანაირი პრობლემა მსგავსი სიტყვები რაც თქვენ გამოიყენეთ ჩემს მიმართ თქვენზეც მსმენია მრავალგზის თქვენს შვილს წარმატებებს ვუსურვებ. იმედია თქვენზე ნაკლები დირიჟორი არ იქნება .

"ერისიონი 130" - გუშინ გადაიხადეს იუბილე, ანსამბლი შეიქმნა 1936 წელს, ოფიციალურად კი 1937 ში. ამ საკითხთან დაკავშირებით მისაუბრია მრავალ ადამიანთან ვინც იცის ამ ანსამბლის ისტორია და ყველა მეთანხმება. თუმცა ჯერჯერობით ჩემს გარდა ხმას არავინ არ იღებს. დიდიხანია ვამბობ რომ ჯემალ ჭკუასელი აყალბებს ანსამბლის ისტორიას მაგრამ მე როგორც დილეტანტს (ეს მათი შეხედულებით) არავინ არ მისმენს. წელს ანსამბლს შეუსრულდა 79 წელი თუ ვინმე დოკუმენტალურად დამისაბუთებს რომ ვცდები საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს.

მათი ლოგიკა ასეთია რომ ისინი თავს თვლიან ლადო აღნიაშვილის გუნდის (პირველი ქართული ქორო) შთამომავლებად რომელიც 1885 წელს შეიქმნა და თუ არ ვცდები 2 წელი ფუნქციონირებდა. შემდეგ კი დაიშალა (აქვე აღსანიშნავია რომ ეს გუნდი არ იყო ფოლკლორული და მის ხელმძღვანელად აღნიაშვილმა მოიწვია ჩეხი კომპოზიტორი და დირიჟორი იოსებ რატილი) . ლადო აღნიაშვილის გუნდსა და "ერისიონს" შორის არანაირი კავშირი არ არსებობს. (თუ ვინმე შეეცდება დამისაბუთოს რომ ვცდები მადლობელი ვიქნები). ამ ლოგიკით დღეს საქართველოში მოქმედი ყველა ანსამბლი შესაძლებელია თავს თვლიდეს ლადო აღნიაშვილის გუნდის შთამომვალად და წელს ყველამ გადაიხადოს 130 წლის იუბილე.

რაც შეეხება "ერისიონს". 1936 წელს მოსკოვში დეკადაზე გამგზავრების წინ შეიქმნა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს ეთნოგრაფიული გუნდები. აღმოსავლეთ საქართველოს გუნდს ხელმძღვანელობდა სანდრო კავსაძე ხოლო დასავლეთ საქართველოს გუნდს კირილე პაჭკორია. 1937 წელს დეკადაზე გამგზავრების შემდეგ ეს ორი გუნდი გაერთიანდა და მის ხელმძღვანელად დაინიშნა კირილე პაჭკორია

წელს შესაძლებელია აღინიშნოს ქართულო ხალხური სიმღერის სცენაზე ასვლის (შესრულების) 130 წლის იუბილე, რადგან აღნიაშვილის გუნდი ქართულ ხალხურ სიმღერებსაც ასრულებდა.

დაინტერესების შემთხვევაში არქივებში არსებობს დოკუმენტაცია. მათ შორის 1937 წელს გამოცემული ბრძანება ანსამბლის დაარსების შესახებ“ - წერს გიორგი უშიკიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42