აბდულაევები ამბობენ, რომ მათ სახლში იარაღი ჩაუდეს და არანაირი კავშირი მის შვილს არ შეიძლებოდა ჰქონოდა ტერორისტებთან. სპეცოპერაციის დეტალებს იხსენებს დაკავებულის მამა : "გვეძინა, კარები რომ შემოამტვრიეს და შემოვარდნენ, დაიწყეს ჩხრეკა. ჩაგვიდეს იარაღი, თან ეს დროშა, აბსურდია ეს ყველაფერი. არავითარი კავშირი არ შეიძლებოდა ჩემს შვილს მაგათთან ჰქონოდა. ვლოცულობ მე რა ვქნა მეტი. სახლში იყო არ გადასულა არც თურქეთში, არც არსად. უბრალოდ, უპატრონო ხალხი ვართ და გვჩაგრავენ. "-ამბობს ზეინალ აბდულაევი.
"ლიმონკა, დროშა შენიაო, ამ რუქაზე აღნიშნულია ადგილებიო, ტერორისტებთან გაქვს კავშირიო და წაიყვანეს,"- აცხადებს დაკავებულის დედა, მარინა ვანაძე.
დაკავებული, ჯამბულ აბდულაევი 23 წლისაა და ის დაკითხვაზე უკვე თბილისშია გადაყვანილი.
აბდულაევებს ორი შვილი ჰყავდათ, ერთი, გასულ წელს სოფელ ოზურგეთში მომხდარი ავტოავარიის დროს დაიღუპა.
თეა იოსელიანი, გურია
,,ნიუპოსტი"
მასალის გამოყენების პირობები






