“ჩინეთი - საქართველო - თურქეთი – ევროპა” - საერთაშორისო მარშრუტის პრეზენტაცია სტამბულში
ბიზნესი & ეკონომიკა - 13:13, 28 Nov, 2015     1863

2015 წლის 19 ნოემბერს, თურქეთში, ქალაქ სტამბულში გაიმართა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის „ჩინეთი-თურქეთი-ევროპა" შესაძლებლობების და პერსპექტივების პრეზენტაცია. პრეზენტაცია სახელწოდებით „საერთაშორისო ტრანს-კასპიური სატრანსპორტო მაგისტრალი -ახალი მულტიმოდალური გადწყვეტილებები“ ჩატარდა ყოველწლიური საერთაშორისო სატრანსპორტო-ლოჯისტიკური გამოფენის «Logitrans» ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს და თურქულენოვან სახელმწიფოთა თანამშრომლობის საბჭოს მხარდაჭერით, მრგვალი მაგიდის ფორმატში.

აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს თურქეთის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს და ლიტვის მსხვილი სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ოპერატორების წარმომადგენლებმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეები გაეცნენ პროექტს და აღნიშნეს ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების მნიშვნელობა. მათი აზრით, ტრანსკასპიურ მარშრუტს დიდი ტრანზიტული პოტენციალი აქვს. თურქული მხარის წარმომადგენლებმა გამოხატეს მზადყოფნა მონაწილეობა მიიღონ ტრანსკასპიური მარშრუტის განვითარების პროექტში. შეხვედრის შედეგად მიღწეულია შეთანხმებები ჩინეთიდან ევროპაში პირველი დემონსტრაციული მატარებლის ორგანიზებასთან და აღნიშნული მიმართულებით რეგულარული საკონტეინერო სერვისის გაშვებასთან დაკავშირებით. შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსის“ დირექტორის ლევან სულაბერიძის განცხადებით, კომპანია საერთაშორისო კონსროციუმის თანადამფუძნებლებთან ერთად უკვე მოღვაწეობს და თავის საქმიანობას ახორციელებს მთელი ამ მარშრუტის ყველა მოქმედ ქვეყანაში.

„შესაბამისად ჩვენ უკვე ვიყავით ჩინეთში, უკრაინაში, ამჟამად ვიმყოფებით სტამბულში. ვესწრებით დიდ სატრანსპორტო გამოფენას. ამ პროქტის ფარგლებში საქართველოს ტერიტორიაზე მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილი არის რამდენიმე ათასი კონტეინერის გატარება და ამ გზით ჩინეთიდან ტვირთი სრულიად ახლო მომავალში გაივლის თურქეთის მიმართულებით და მომავალი წლიდან ტვირთები დაიწყებს მსვლელობას უკრაინის გავლით ჩრდილო და აღმოსავლეთ ევროპაში. ამ პროექტის მეშვეობით, საქართველო კვლავ დაუბრუნდება იმ დიდ, სავაჭრო ტრადიციულ ისტორიულ გზას რასაც აბრეშუმის გზა ჰქვია“- აღნიშნა ლევან სულაბერიძემ.

“აბრეშუმის გზის პროექტის გახსნასთან ერთად და ჩვენი მეზობლების,მათ შორის საქართველოს დახმარებით, მოგვეცა საუკეთესო შესაძლებლობა ევროპიდან ჩინეთში და ჩინეთიდან ევროპაში ტვირთების ტრანსპორტირებისა, ისეთი ქვეყნის გავლით, როგორიცაა თურქეთი, რომელიც თავისი გეოგრაფიული მდებარეობით აკავშირებს დასავლეთს აღმოსავლეთთან. დარწმუნებული ვარ საქართველო უმოკლეს ვადებში, ქართული პორტების მეშვეობით, გახდება ერთერთი მნიშვნელოვანი რგოლი მოცემულ მარშრუტში. ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, საზღვაო გზებს უჩნდება ალტერნატივა და ამავდროულად უმაღლეს დონეზე განვითარდება ვაჭრობა ჩვენს ქვეყნებს - თურქეთსა და საქართველოს, ყაზახეთს, აზერბაიჯანს, ჩინეთსა და ევროპას შორის“ -განაცხადა თურქული კომაპნია „SOYVCAN GROUP“-ხელმძღვანელმა იალმაზ სოიკანმა


შეგახსენებთ, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო მაგისტრალის გავლით თურქეთისა და ევროპის დანიშნულებით, ჩინური ტვირთების ტრანსპორტირების მიზნით იქმნება სატრანსპორტო კონსორციუმი. კონსორციუმის დამფუძნებელები არიან Mishgeng Logistics (ჩინეთი); „საქართველოს რკინიზგის” შვილობილი „ტრანს კავკასუს ტერმინალსი”; ყაზახეთის რკინიგზის შვილობილი „კტჟ ექსპრესი” ; კასპიის საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო (აზერბაიჯანი); „კარავან ლოჯისტიკსი” (აზერბაიჯანი).დაინტერესებული ქვეყანაა თურქეთი, რომელიც ასოცირებულ წევრად მოიაზრება. თურქეთი ჩინეთის უმსხვილესი პარტნიორია, $22 მილიარდიანი ბრუნვით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42