კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ORT-ს საქართველოში მაუწყებლობა შეუწყვიტა
საზოგადოება - 21:11, 27 Nov, 2015     2381

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რუსული “ORT”-ს არსებული ფორმით საეთერო მაუწყებლობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. მათი ინფორმაციით, კომისიამ ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დააკისრა შპს „რ.ბ.ჯ“-ს, რომელიც რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის პროგრამების გამოყენებით მაუწყებლობდა, რადგან კომპანიას მაუწყებლობის დაწყებამდე სამაუწყებლო პროდუქციის მართლზომიერი ფლობის შესახებ შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები არ წარუდგენია.

„შპს „რ.ბ.ჯ“-ს დაეკისრა 2500 ლარის ოდენობით ჯარიმა, რადგან კომპანიას მაუწყებლობის დაწყებამდე სამაუწყებლო პროდუქციის მართლზომიერი ფლობის შესახებ შესაბამისი ნებართვები და ლიცენზიები არ წარმოუდგენია (აღნიშნული დარღვევისთვის კომპანიას 2015 წლის ივლისის თვეში წერილობითი გაფრთხილება უკვე მიეცა). კომპანია ასევე, წერილობით გაფრთხილდა კომისიაში რეგულირების საფასურის გაანგარიშებების წარმოუდგენლობის და საკუთარ ვებგვერდზე შესაბამისობის დეკლარაციის გამოუქვეყნებლობის გამო.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გამართულ საჯარო სხდომაზე შპს „რ.ბ.ჯ“-მ ვერ დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საზოგადოებრივი მაუწყებელის ტელეპროდუქციის მართლზომიერი ფლობა, შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებით ტელეკომპანიას შეუზღუდა იმ სამაუწყებლო პროდუქციით საეთერო მაუწყებლობა, რომლის კანონიერი უფლებაც არ გააჩნია",-აღნიშნულია საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42