„გადაცემა "მძიმე კაცთან", ჩემი ინტერვიუს მერე ვკითხულობ კომენტარებს. დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ მხოლოდ იმ თბილი სიტყვებისთვის, ადეკვატური და ობიექტური შებასებებისთვის, რომლებიც არა მხოლოდ ჩემი საყვარელი ადამიანებისგან მივიღე, რომელთა აზრიც ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. არამედ უცნობი ადამიანებისგან, რომლებთანაც არასოდეს არანაირი შეხება და პირადი ურთიერთობა არ მქონია, ღირდა იქ მისვლად. დიდი მადლობა ყველას, ვინც ეს გადაცემა ობიექტურად შეაფასა. რაც შეეხება სამშობლოს და შოკოლადს. მე არ მივიღე თქვენი უარყოფითი შეფასებები. მიმაჩნია, რომ ჩემი პასუხი იყო გულრწფელი სხვებისგან განსხვავებით. ის ადამიანები, რომლებიც ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით ამტკიცებენ სამშობლოს თავდადებულ სიყვარულს, მგონია რომ უბრალოდ იტყუებიან და თამაშობენ პუბლიკაზე. რომელ სამშობლოს სიყვარულზე მელაპარაკებით, რომელსაც მუდმივად ლანძღავთ და გაქცევაზე ხართ? არამგონია თქვენ იყოთ მხოლოდ სამშობლოს სიყვარულით დაკავებული. ასე რომ თქვენი ცინიზმი, სარკაზმი და მარო მაყაშვილის როლები თქვენთვის დაიტოვეთ.
P.S. ის ადამიანები, ვისი ვალიც არის სამშობლოზე და მის უკეთეს მომავალზე ფიქრი, ვერ ვხედავ, რომ იკლავდნენ თავს. მოკლედ, შეგიძლიათ უსასრულოდ ისაუბროთ ამ გადაცემაზე“- წერს ნინი სოციალურ ქსელში.
საინტერესო და გასაკვირი ის არის რომ თვითონ ნინი ქარსელაძის ოფიციალური კომენტარი (თუ არ ჩავთვლით ფეისბუკზე გამოქვეყნებულ სტატუსს) არსად დაფიქსირებულა. ამიტომ ნინის „ნიუპოსტიდან“ დავუკავშირდით და მისი აზრი მოვისმინეთ ამ ამბავთან დაკავშირებით. გთავაზობთ უცვლელად მის პირველ კომენტარს „ნიუპოსტის“ მკითხველისთის.
„ჩემდა სამწუხაროდ მივეჩვიე ადამიანების უარყოფითი ემოციებისგან თავდაცვას. შეიძლება დაუჯერებელია, მაგრამ ეს უკვე ინსტიქტივით მაქვს. თავს ვიცავ უარყოფითი და ბოროტი ემოციებისგან. მინდა ყველას მოვუწოდო ამ რთულ და გაჭირვებულ ცხოვრებაში, მეტი პოზიტივი, მეტი ღიმილი და მეტი დადებითი ემოციები გასცენ, რადგან ცხოვრება ბუმერანგია. რასაც გასცემთ იგივე დაგიბრუნდებათ.“
მარიკა ხიდურელი
მასალის გამოყენების პირობები






