სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა
საზოგადოება - 16:49, 27 Nov, 2015     2201
მიმდინარე წლის 23 ნოემბერს, ფილიპინებზე, ქალაქ მანილაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ ზურაბ ვადაჭკორიას მედიცინის დარგში, კერძოდ ყბა-სახის ქირურგიაში მიღწეული თვალსაჩინო წარმატებისა და სამედიცინო განათლების ინტერნაციონალიზაციისათვის გუზის მშვიდობის საერთაშორისო პრემია გადაეცა.

გუზის მშვიდობის საერთაშორისო პრემია ჯილდოა, რომელიც ყოველწლიურად ენიჭებათ ცალკეულ პირებს და ორგანიზაციებს, რომელთაც თავიანთ სფეროში წარმატებული მოღვაწეობით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მშვიდობის განმტკიცების, ხალხთა შორის თანამშრომლობის გაღრმავების, პროგრესისა და კეთილდღეობისათვის.

პროფესორი ზურაბ ვადაჭკორია მშვიდობის პრიზის პირველი ქართველი მფლობელია.

გუზის მშვიდობის პრემიას აწესებს და ლაურეატების შერჩევას ახდენს გუზის მშვიდობის ფონდი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მიზნად ისახავს კაცობრიობის უმშვენიერესი მისწრაფებების და უმაღლესი იდეალების წარმოჩენას. ფონდი ჩამოყალიბდა აზიის კეთილი ნების ელჩის, ბარი გუზის ინიციატივით – მამის, მეორე მსოფლიო ომის დროს თავისუფლებისათვის მებრძოლი ჯარისკაცის, შემდგომში პოლიტიკური მოღვაწისა და ადამიანის უფლებების დამცველის – ჯემენიანო ჯავიერ გუზის საპატივსაცემოდ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42