„მიკრომეწარმე 2015“-ის გალა დაჯილდოება 30 ნოემბერს გაიმართება
ბიზნესი & ეკონომიკა - 15:57, 27 Nov, 2015     786

30 ნოემბერს, 19:00 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ (თბილისი, თავისუფლების N4) გაიმართა „მიკრომეწარმე 2015“-ის გალა დაჯილდოვება. პროექტი საქართველოში წელს პირველად ტარდება საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის და მიკროსაფინანსო ცენტრის (MFC, პოლონეთი) ორგანიზებით. „მიკრომეწარმე 2015“-ის ხორციელდება პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში. კონკურსის ფინანსური მხარდამჭერია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო. ღონისძიებას დაესწრებიან საპარლამენტო და კერძო სტრუქტურების, კერძო სექტორის, საერთაშორისო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, სპეციალური სტუმრები პოლონეთიდან და პოლონეთის კონსული საქართველოში ბატონი მარჩის ზოხოვსკი.

„მიკრომეწარმე 2015“-ის მიზანია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას და გამოავლინოს საუკეთესო მიკრომეწარმეები, რომლებიც წარმატებით უძღვებიან და ანვითარებენ საკუთარ ბიზნესს საქართველოში.

კონკურსში ასობით განაცხადი შევიდა ქვეყნის ყველა რეგიონიდან. თითეული განაცხადი და სააპლიკაციო ფორმა დეტალურად იქნა განხილული და შესწავლილი კომპეტენტური ჟიურის მიერ, რომლის შემადგენლობაშიც არიან: გიორგი გახარია - ბიზნესომბუსმენი, პრემიერ მინისტრის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში -ეკონომიკური საბჭოს მდივანი; მიხეილ ჭელიძე - საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის პრეზიდენტი; თინათინ რუხაძე - ორგანიზაცია „ქალები მომავლისთვის“ გენერალური დირექტორი და კომპანია „ეისითი - ანალიზისა და კონსულტაციის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი; ლევან კალანდაძე - ექსპერტი ეკონომიკურ საკითხებში; ალექსანდრე გომიაშვილი - „კრედიტინფოს“ გენერალური დირექტორი; ზურაბ ლალაზაშვილი - BDO-ს მმართველი პარტნიორი; ლევან გოგოლაძე - PMO Business Consulting-ის პარტნიორი; თამარ ლებანიძე - ფონდ „კონსტანტას“ გამგეობის თავმჯდომარე; ნინო ზამბახიძე - საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე; ბესიკ შენგელია - საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე და მისო „ლაზიკა კაპიტალის“ დირექტორი; არჩილ ბაკურაძე - მისო „კრისტალის“ გამგეობის თავმჯომარე და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი და აიეტი კუკავა - „ ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი და საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის გამგეობის წევრი. ჟიურის გადაწყვეტილება და გამარჯვებულების ვინაობა მხოლოდ 30 ნოემბერს გახდება ცნობილი. პროექტის გალა დაჯილდოვებაზე გამარჯვებულები გამოვლინდებიან შემდეგ ნომინაციებში: წლის საუკეთესო მიკრომეწარმე, წლის საუკეთესო ახალგაზრდა მიკრომეწარმე; წლის საუკეთესო ქალი მიკრომეწარმე; წლის ყველაზე ინოვაციური მიკრომეწარმე და წლის სოციალურად ორიენტირებული მიკრომეწარმე. კონკურსის საპრიზო ფონდი 15 000 ლარს შეადგენს. წლის საუკეთესო მიკრომეწარმე 5 000 ლარს მიიღებს ჯილდოდ.

გალა დაჯილდოვებამდე დაგეგმილია გამოფენა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ მიკროსაფინანსო ასოციაციის წევრი ორგანიზაციები: კრედო, ლაზიკა კაპიტალი, კრისტალი, ბი-აი-ჯი, სვის კაპიტალი და ფინკა ბანკი. აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტები „მიკრომეწარმე 2015 -ის სპონსორები და მხარდამჭერები არიან.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ პროექტის ოფიციალურ ვებ გვერდზე: award.microfinance.ge.

პროექტი ხორციელდება პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით პოლონეთის განვითარების თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42