სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, დავით საგანელიძემ საპარტნიორო ფონდის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა. მისივე თქმით, ფონდის მთავარი ამოცანა საქართველოში სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სფეროების განვითარების ხელშეწყობაა, რაც ქვეყანაში ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას გამოიწვევს.
PABSEC-ის პლენარულ სესიაზე დავით საგანელიძემ სხდომის მონაწილეებს ასევე საქართველოს ეკონომიკური მონაცემები გააცნო. „2016 წელს საქართველოს რეალური მშპ-ს ზრდა ერთ-ერთი წამყვანი იქნება რეგიონში. საქართველოს რეგიონში საუკეთესო პოზიცია აქვს მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგში და კორუფციის აღქმის ინდექსში. აღნასიშნავია ისიც, რომ რეგიონში არსებული კრიზისის მიუხედავად ქვეყანაში საკრედიტო რეიტინგი არ შემცირებულა,“ განაცხადა დავით საგანელიძემ.
პლენარულ სესიაზე საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირეტორმა ფონდის სამომავლო გეგმებსა და საქართველოს „აბრეშუმის გზა-ეკონომიკური სარტყელის“ პროექტში ჩართულობის შესახებ ისაუბრა.
მასალის გამოყენების პირობები






