"მშობელი შვილს იარაღს ფანჯრიდან აწვდიდა"- რას აცხადებს ბაღების სააგენტო დიღომში მომხდარ ფაქტზე
საზოგადოება - 14:59, 27 Nov, 2015     4425
თბილისის საბავშო ბაღების მართვის სააგენტო, დიდ დიღომში მდებარე 213-ე საბავშვო ბაღში ერთ-ერთი ბავშვის მშობლის მიერ იარაღის მიტანის ფაქტს ადასტურებს.

როგორც სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელმა თიკო კვირტიამ "ნიუპოსტთან" აღნიშნა, ეს ინფორმაცია მათ ბაღის დირექტორმა, ნანა ბედელაშვილმა დღეს დილით მიაწოდა.
"დირექტორის მონაყოლის საფუძველძე ჩვენ საპატრულო პოლიცია გამოვიძახეთ, რომელიც ადგილზე არკვევს მომხდარის დეტალებს. ქალბატონი ნანას განცხადებით, ინცინდენტი სამხარის დროს მოხდა, ოთახი ნიავდებოდა, ფანჯარაში ერთ-ერთი ბავშვის მშობელი მივიდა და შვილისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა და იმ ჯფუფელის დასახელებას ითხოვდა, რომელიც მშობლის თქმით, მის ბავშვს აბრაზებდა", - აღნიშნა პრესსმსახურმა.
თბილისის საბავშო ბაღების მართვის სააგენტოსთვის უცნობია, იყო თუ არა გამოყენებული ნამდვილი იარაღი.
"ნიუპოსტის" კორესპოდენტის ცნობით, საბავშვო ბაღში სამართალდამცველები ამ დრომდე მუშაობენ. იქ იმყოფებიან როგორც საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, ასევე საგამოძიებო ჯგუფი.
რაც შეეხება დირექტორის განცხადებას, ბედელაშვილმა ჟურნალისტებს დაუდასტურა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბავშვის მამა საბავშვო ბაღში იარაღით ნამდვილად მივიდა, თუმცა დირექტორი ვერ აკონკრეტებს, მივიდა თუ არა ბაღში ერთ-ერთი მშობელი ნამდვილი იარაღით.

სს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ს 151-ე მუხლით, რაც მუქარას გულიხსმობს და 236-ე მუხლით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას ითვალისწინებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42