სემეკმა შპს „რუსთავის წყალს“ წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები დაუდგინა
საზოგადოება - 18:09, 26 Nov, 2015     1119
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) 26 ნოემბრის საჯარო სხდომაზე შპს „რუსთავის წყალს“ წყალმომარაგების ზღვრული ტარიფები დაუდგინა: გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის ტარიფი 0.343 თეთრი/მ3-ით განისაზღვრა; გაუმრიცხველიანებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 1.754 ლარით/სულზე/თვეში, ხოლო არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისათვის - 2.284 თეთრით/მ3-ზე. ტარიფები ძალაშია კომისიის შესაბამისი დადგენილების გამოქვეყნებისთანავე და მოქმედებს 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

ტარიფები მოცემულია დღგ-ს გარეშე.

წყალმომარაგების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის საფუძველზე, შპს „რუსთავის წყალს“ ტარიფები პირველად დაუდგინდა. მანამდე, კომპანია ქ. რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მიერ განსაზღვრული ტარიფით სარგებლობდა.

წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) დადგენის მიზნით შპს „რუსთავის წყალმა“ კომისიას წერილობით 2015 წლის 15 ივნისს მიმართა. იმის გამო, რომ კომპანიას სრულყოფილად არ ჰქონდა წარმოდგენილი შესაბამისი სატარიფო დოკუმენტაცია, შპს „რუსთავის წყალს“ ხარვეზის აღმოსაფხვრელად 45 დღიანი დამატებითი ვადა განესაზღვრა. კომპანიამ სრულყოფილი დოკუმენტაცია კომისიას 2015 წლის 29 ივნისს წარუდგინა. შპს „რუსთავის წყალისათვის“ წყალმომარაგების ზღვრული ტარიფების (ზედა ზღვარი) დადგენის თაობაზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 16 ივლისს დაიწყო. აღნიშნულ საკითხზე კომისიაში წინადადებების წარმოდგენის ბოლო ვადად 2015 წლის 14 აგვისტო, ხოლო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადად - 2015 წლის 27 ნოემბერი იყო განსაზღვრული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42