შსს-მ სამეგრელოში ძარცვის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
კრიმინალი - 16:37, 26 Nov, 2015     1421
"ნიუპოსტზე" გავრცელებულ მასალაზე, რომელშიც ზუგდიდის რაიონ სოფელ ახალსოფელში მომხდარი კრიმინალური ფაქტის შესახებ იყო საუბარი, შს სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
როგორც მღებრიშვილის უწყებიდან გვაცნობეს, ძარცვის ბრალდებით სამი პირი : 1984 წელს დაბადებული მანუჩარ ვ, 1970 წელს დაბადებული ზვიად გ. და 1985 წელს დაბადებული ლევან კ. ძარცვის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
შს სამინისტროს ცნობით, სამივე დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება კი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს.
იხილეთ შს სამინისტროს ოფიციალური განცხადება:

"შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, 1984 წელს დაბადებული მანუჩარ ვ, 1970 წელს დაბადებული ზვიად გ. და 1985 წელს დაბადებული ლევან კ. ძარცვის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 26 ნოემბერს ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში, მ. ხ-ს საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ და მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 150 კგ თხილს, ოქროს სამკაულებს, საოჯახო ნივთებს და 490 ლარს. ბრალდებულებმა ქალბატონს თავის არეში დაზიანება მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, სამივე ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. პოლიციამ ფული და ნაძარცვი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ჩადენილი ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით)".





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42