SOS - სკოლის მერხიდან "გამქრალი" გოგონები - გზა რომელიც ხშირშემთხვევაში თვითმკვლელობამდე მიდის
საზოგადოება - 17:03, 26 Nov, 2015     13846
ჩვენს ქვეყანაში ნაადრევი ქორწინების საკითხი დღემდე მწვავედ დგას.
საქართველო გოგონების ნაადრევი ქორწინებებით აღმოსავლეთ ევროპაში მოლდავეთის შემდეგ მეორე ადგილზეა.
უახლესი კვლევების თანახმად, საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა.

ექსპერტთა და ფსიქოლოგთა აზრით, ნაადრევ ქორწინებას თან სდევს პრობლემათა ფართო სპექტრი. ისეთები, როგორებიცაა: ორსულობის გართულება, ძალადობის დიდი რისკი, და როგორც აღვნიშნეთ განათლების შეწყვეტა...

აღსანიშნავია, რომ პრობლემა განსაკუთრებულად მწვავედ დგას ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაში.

თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის წარმომადგენელი ლიკა იმერლიშვილი:

„კახეთში - პანკისის ხეობაში, ასევე, თელავთან ახლოს, ყარაჯალაში, რომელშიც ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა ცხოვრობს, ხშირად ძალადობენ არასრულწლოვან გოგონებზე მათი გათხოვების მიზნით. რამდენიმე შემთხვევაც იყო, როდესაც ამის გამო გოგონებმა თვითმკვლელობით დაასრულეს სიცოცხლე“.

ადრეულ ასაკში ქორინების პრობლემის სიმწვავეზე საუბრობს სახალხო დამცველის აპარატიც.

უჩა ნანუაშავილის ინფორმაციით, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში 265 ასეთი ქორწინება დარეგისტრირდა, თუმცა ომბუცმენის ოფისის განცხადებით, სტატისტიკა ამ მხრივ სრულყოფილი არ არის, რადგან გაცილებით მაღალია არაფომალური ქორწინებები, შემაშფოთებელია არასრულწლოვან დედათა სტატიკური მონაცემებიც - 2014 წელს 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა.

„არ შემიძლია არ აღვნიშნო გოგონათა მიმართ ძალადობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება. ძალიან მაღალია ადრეული ქორწინების შემთხვევები, რაც, სამწუხაროდ, სტატისტიკის გარეთ დარჩენილი ციფრებია. 2015 წლის პირველ ნახევარში, 16-დან 18 წლამდე პირთა (როდესაც ერთი პირი მაინც იყო არასრულწლოვანი) 265 ქორწინება დარეგისტრირდა. თუმცა, გაცილებით მაღალია ადრეულ ასაკში არაფორმალური ქორწინებები. ამაზე მეტყველებს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებიც შვილის გაჩენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ.

2014 წელს, ასეთი 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინირებაც საკმაოდ სუსტია“- აღნიშნა უჩა ნანუაშვილმა.

საქართველოს სახალო დამცველის ოფისის ცნობით, 2014 წელს საქართველოში 18 წლამდე მიუღწეველ გოგონებს შორის 14% იყო დაქორწინებული, ხოლო 15 წლამდე ასაკის - 1%, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად, ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, კი საქართველოში 2014 წელს 31 ათასზე მეტი ადამიანი დაქორწინდა, აქედან კი 4 ათასამდე, ანუ 13 პროცენტი, არასრულწლოვანი გოგონაა.

საქართველოს პრობლემის მოგვარების რეკომენდაციით მიმართავს გაერო და მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია, ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს, ნაადრევი ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევად და მოზარდებისთვის საფრთხის შემცველად გამოაცხადონ და სტრატეგიული გეგმები შეიმუშავონ ამ მავნე ტრადიციის აღმოსაფხვრელად.

“საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ნაადრევი ქორწინებებით. მას მოსდევს თურქეთი და ტაჯიკეთი. პატარძალი საქართველოში 20-დან 24-წლამდე გოგონების 19% 18 წლამდეა გათხოვილი. არასრულწლოვანი პატარძლები ახალ ოჯახებში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ზეწოლის ქვეშ ექცევიან. ქორწინება უარყოფითად მოქმედებს მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. ართმევს განათლების მიღების საშუალებას და წარმატებულად დასაქმების შანსს“- მიიჩნევენ ორგანიზაციები.

აღსანიშნავია, რომ გუშინ ამ მიმართულებით მცირე პოზიტიური ნაბიჯი გადაიდგა, - პარლამენტში პირველი მოსმენით მიიღეს კანონპროექტი რომელიც 18 წლამდე პირებს ქორწინებას უზღუდავს:

“იარსებებს გარკვეული წესები გარკვეული ვადით, ხოლო ცოტა ხნის მერე საერთოდ აიკრძალება საქართველოში არასრულწლოვან პირთა ქორწინება, რასაც ითვალისწინებს ბავშვის უფლებების კონვენცია. საქართველოს პარლამენტმა ნამდვილად გადადგა ნაბიჯი წინ არასრუწლოვანთა უფლებების დაცვის თვალსაზრისით”,- განაცხადა პროექტის ავტორმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

ნაადრევი ქორწინების შესახებ კანონპროექტს მიესალმება მესამე სექტორი:

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, ნაადრევი ქორწინება საქართველოში იყო და არის პრობლემა და ამ პრობლემის დარეგულირება, კონკრეტულად საკანონმდებლო დონეზე, უნდა მოხდეს.

„სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, ნაადრევი ქორწინებისას ძალადობა მშობლებისგან მომდინარეობდეს, როდესაც ისინი 18 წლამდე გოგონების ქორწინებაზე თანხმობას აძლევენ. მნიშვნელოვანია, ასეთი ფაქტები საზოგადოებისთვის მიუღებელი გახდეს“, - აცხადებს გიგაური.

25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს ნაადრევი ქორწინების პოლიტიკის გასაპროტესტებლად ქალთა მოძრაობამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის წინ პერფორმანსი მოაწყო.

ორგანიზატორებმა ყურადღება გაამახვილეს იმ ფაქტზე, რომ სკოლის მერხიდან გოგონები “ქრებიან” და ნაადრევი ქორწინების გამო მათ განათლების მიღების შესაძლებლობა ესპობათ.

“მან უნდა მიიღოს განათლება იმისათვის, რომ საკუთარი რაციონალური არჩევნით გადაწყვიტოს, თუ რატომ უნდა ოჯახი. 13-14 წლის გოგონას, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ჩამოყალბებული იყოს და ჰქონდეს რეპროდუქციული უნარი, არ აქვს იმდენი გონებრივი მომწიფება, რომ გადაწყვიტოს ესა თუ ის საკითხი”, - განაცხადა აქციის მონაწილე ნათია ქარჩილაძემ.

ქალთა მოძრაობის წევრთა განცხადებით, „16 წლამდე გოგონებთან სრულწლოვანი ქმრების სექსუალური კავშირი სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელზეც სახელმწიფო თვალს ხუჭავს!“

მათი ინფორმაციით, საქართველოში, ყოველ დღე 4 არასრულწოვანი გოგონა ხდება დედა. საგანგაშოა სტატისტიკა, რომლის მიხედვით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, 7367-მა გოგონამ მე-7-9 კლასში განათლების მიღება შეწყვიტა, დიდწილად ადრეული ქორწინების და მასთან დაკავშირებული პრობლემების გამო.

„ნუ გაათხოვებ! მიეცით გოგონებს ის, რაც ეკუთვნით: საკუთარი ცხოვრება, არჩევანი, სწავლა, დამოუკიდებლობა!“- ამ დევიზის ირგვლივ ორგანიზაციამ გამაფრთხილებელი აქცია საქართველოს 14 ქალაქში უკვე გამართა.

საგანგაშო ტენდენციისა და შემაშფოთებელი სტატისტიკის დასამარცხებლად, პრობლემის ირგვლივ გაერთიანებულ საზოგადოებას ხელისუფლების გააქტიურების იმედი აქვს.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42