ნაძალადევის რაიონში პრიველი ადაპტირებული სათამაშო მოედანი მოეწყო
საზოგადოება - 15:46, 26 Nov, 2015     2021
ფონდ „სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, კოალიციის „მზის შვილები“ და ნაძალადევის გამგეობის ორგანიზებით თბილისში, პირველი ადაპტირებული გასართობი მოედანი მოეწყო, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისთვის. ადაპტირებული მოედნის მოსაწყობად ნაძალადევის გამგებობამ გამოყო ტერიტორია ვეტერანთა კულტურისა და დასვენების პარკში (კიკვიძის სკვერი), უზრუნველყო ტერიტორიის კეთილმოწყობა ასფალტის საფარის დაგება, ბორდიურების მოწყობა, სათამაშო მოედნის სპეციალური საფარით დაფარვა. ადაპტირებული სკვერის მოწყობა კოალიცია „მზის შვილების“ ორგანიზებით განხორციელდა. პროექტმა „ფიტნესი ბარიერების გარეშე, ღია ცის ქვეშ“ ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა, და 25 000 ლარის ოდენობის დაფინანსება მიიღო. საიდანაც, შესაძლებელი გახდა ადაპტირებული სკვერისთვის სპეციალური ატრაქციონების შეძენა პოლონეთში და მათი საქართველოში ტრანსპორტირება. ფონდ „სიცოცხლის ხის“ მიერ გამოცხადებული ორი საგრანტო კონკურსის ფარგლებში ჯამში 23 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 480,202 ლარი გამოიყო.

კოალიციის „მზის შვილები“ პროექტის ფარგლებში ადაპტირებულ სათამაშო მოედანზე ასევე, განთავსდა ზღაპრული სახლი, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშო აღჭურვილობა, რომელიც შშმ ბავშვების (ეტლით მოსარგებლე, მსხვილი მოტორიკის სირთულის, დაუნის სინდრომის და აუტისტური სპექტრის მქონე,) ფიზიკურ განვითარებას უწყობს ხელს, ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ თამაშით და გართობით გაიუმჯობესონ ფიზიკური აქტივობა.

მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირებული გასართობი მოედანი ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების თანატოლებთან ინტეგრაციას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42