სასწავლო ცენტრში პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა სერტიფიცირება დაიწყო
საზოგადოება - 15:21, 26 Nov, 2015     1200
“სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 42-ე მუხლის პირველი პუნქტისა და 43-ე მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრში დაიწყო პენიტენციური სისტემის იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომლებიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ლიკვიდაციის შემდეგ სამსახურში მუშაობას განაგრძობენ და რომელთა თანამდებობისთვის სერტიფიკატი მოითხოვება.

აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისად, სისტემის თანამშრომელთა გადამზადება სასწავლო ცენტრში 2015 წლის 16 ნოემბერს დაიწყო და 2017 წლის 1 იანვრამდე დასრულდება.

2015 წელს დაგეგმილია პენიტენციური სისტემის სამართლებრივი რეჟიმის სამსახურის თანამშრომელთა 3 ჯგუფის სერტიფიცირება.

ტრენინგის მიზანია პენიტენციური სისტემის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების თანამშრომლების მომზადება სამართლებრივი რეჟიმის სამსახურთან დაკავშირებული ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით.

ტრენინგის მონაწილეეები გაეცნობიან სასჯელაღსულების სისტემის, მათ შორის უფრო დეტალურად, რეჟიმის სამსახურის საქმიანობის მარეგულირებელ ეროვნულ და საერთაშორისო დოკუმენტებს, უსაფრთხოების ღონისძიებებს და სპეციალური საშუალებების გამოყენების სტანდარტებს, ასევე, გაივლიან ტაქტიკურ მომზადებას.

სასწავლო ცენტრში მიმდინარე ტრენინგებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე თამარ ხულორდავა დაესწრო. მინისტრის მოადგილე სისტემის თანამშრომლებს აღნიშნული ტრენინგისა და სერტიფიცირების მნიშვნელობაზე ესაუბრა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42