შუახნის ქალბატონი მისივე ახლობელმა სასტიკად აწამა - ყაჩაღობა სამეგრელოში
კრიმინალი - 12:04, 26 Nov, 2015     5567
ზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში ყაჩაღური თავადასხმა მოხდა. გვიან ღამით, სამი ნიღბიანი მამაკაცი მადონა ხვიტიას ძვირფასეულობისა და თანხის გამოძალვის მიზნით ნახევარი საათის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა.

როგორც "ნიუპოსტის" რეგიონალური კოსრესპოდენტი ადგილიდან იტყობინება, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მადონა ხვიტიას, თურქეთში მყოფმა შვილმა ვალის გადასახდელად სოლიდური თანხა გამოუგზავნა. ასევე ერთ-ერთი თავადმსხმელისთვის, რომელიც ხვიტიების ახლობელი აღმოჩნდა ცნობილი იყო რომ ქალბატონი სახლში დიდი რაოდენობით ოქროს სამკაულებს ინახავდა.
ყაჩაღობაში მონაწილე პირები ოჯახის დიასახლისს სათითაოდ უსახელებდნენ იმ ნივთებს, რომელიც მას უნდა გამოეტანა და პარალელურად იარაღის კონდახით უსწორდებოდნენ.
მადონა ხვიტიას კივილის ხმა, მისმა მეზობელმა შენიშნა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა, დამნაშავეები შემთხვევის ადგილიდან მოშორებით დააკავეს.
"ნიუპოსტის" ინფორმაცით დაკავებულია ჯგუფის სამივე წევრი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთ-ერთი დაკავებული მადონა ხვიტიას ახლობელია, ის ოჯახის ხშირი სტუმარი იყო.
დაკავებულები ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში გადაიყვანეს, დაშავებულ ქალბატონს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი არ არის. რაც შეეხება ნაქურდალს, ის პოლიციამ ამოიღო.

"სამი დამნაშავე პირი დაკავებულია. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე ძარცვის მუხლით"- უთხრეს "ნიუპოსტს" თემის კომენტირებისას შს სამინისტროს პრესსამსახურში.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42