მერია სტიქიით დაზარალებულ ზოოპარკის მოიჯარეებს შეღავათებს უწესებს
საზოგადოება - 12:07, 26 Nov, 2015     682
თბილისის ზოოლოგიური პარკის მოიჯარეები, რომლებიც 2015 წლის 13 ივნისის სტიქიით დაზარალდნენ, საიჯარო ქირისგან 2015 წლის 31 დეკემბრამდე გათავისუფლდებიან.
სხვადასხვა ტიპის შეღავათებს საიჯარო ქირასთან დაკავშირებით, ზოოპარკის მოიჯარე 16 კომპანია მიიღებს. კერძოდ, აღნიშნული კომპანიები გათავისუფლდნენ საიჯარო ქირისგან და 2015 წლის 13 ივნისამდე არსებული ქირის დავალიანების გადახდა გადაუვადდათ 2015 წლის 31 დეკემბრამდე. გარდა ამისა, მოიჯარეებს მოეხსნათ ჯარიმები და საურავი. იქედან გამომდინარე, რომ თბილისის ზოოლოგიური პარკი სტიქის შემდეგ არ ფუნქციონირებდა 13 ივნისიდან 13 სექტემბრამდე, მოიჯარეებს საიჯარო ხელშეკრულება გაუგრძელდათ გაცდენილი პერიოდით, 3 თვით. მოიჯარეებისთვის თბილისის მერიის მიერ გაწეული შეღავათები ჯამში 114 480 ლარს შეადგენს.

როგორც თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე განმარტავს, სტიქიის გამო კომპანიებმა ვერ გამოიყენეს კომერციული საქმიანობისთვის ყველაზე ხელსაყრელი - ზაფხულის პერიოდი. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებული მოიჯარების შეღავათებთან დაკავშირებით.

,,მოიჯარეების გარკვეულმა ნაწილმა მნიშვნელოვანი ზარალი მიიღო, რამდენიმე მოიჯარეს მთლიანად გაუნადგურდა კომერციული საქმიანობის განხორციელებისთვის საჭირო საშუალებები, შენობა-ნაგებობები, სარეალიზაციო მარაგები და ფაქტობრივად ვერ აგრძელებენ იჯარით გადაცემულ ქონებაზე საქმიანობას. სტიქიის შედეგების გამო კომპანიებმა ვერ გამოიყენეს კომერციული საქმიანობისთვის ყველაზე ხელსაყრელი - ზაფხულის პერიოდი. სწორედ ამიტომ, თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება დაზარალებული მოიჯარების შეღავათებთან დაკავშირებით. აღნიშნული შეღავათები საშუალებას მისცემს მოიჯარეებს, აღიდგინონ დანაკარგები და შექმნან წარმატებული ფუნქციონირებისთვის შესაბამისი პირობები. ამით თბილისის მერია კიდევ ერთხელ გამოხატავს ბიზნესსუბიექტების მიმართ მხარდაჭერას და მათი განვითარების ხელშეწყობისთვის მზადყოფნას".

ზოოპარკის ერთ-ერთი მოიჯარე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი მალხაზ კეკელია მიიჩნევს, რომ თბილისის მერიის შეღავათები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სტიქიით მიყენებული ზარალის ანაზღაურებაში.

,,ჩვენს კომპანიას, დაუზიანდა 3 ჯიხური, მათგან ერთი საერთოდ აღარ არსებობს, განადგურდა პროდუქტი. 13 სექტემბრიდან 31 დეკემბრამდე საიჯარო გადასახადის გაუქმება და სხვა ტიპის შეღავათები საშუალებას მოგვცემს ჩვენი კომერციულ საქმიანობა სრულად აღვადგინოთ", - აღნიშნა მალხაზ კეკელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42