გაცნობებთ, რომ კომერციული ფართი თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მოიჯარე შპს „TCS“-ზე თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 24 თებერვალს პირდაპირი განკარგვის წესით იქნა გაცემული.
აღნიშნული ფართი 2021 წლამდე გაცემულია იჯარით, შესაბამისად ქვემოიჯარეებისათვის ქირის დაწესება წარმოადგენს მოიჯარის პრეროგატივას.
ქ. თბილისის მერიას, მის წარმომადგენელ შპს „უძრავი ქონება - თბილისს“ შპს TCS მიმართ არ განუხორციელებია საიჯარო ქირის გაზრდა.
შეგახსენებთ, რომ დღეს თბილისში თამარ მეფის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. სავაჭრო წერტილების მფლობელები დახმარებას მერიას სთხოვენ. თამარ მეფის გამზირზე მათ აქციით იჯარის 30%-ით გაძვირება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ფართებს ისინი მერიის კონტრაქტორი კომპანიისგან ქირაობენ. კონტრაქტორი კომპანიის შპს TCS-ის ხელმძღვანელი ჯემალ გაგნიძე ამბობს, რომ ფასი არ შეიცვლება და 2015 წლის პირველი იანვრიდან ვინც ახალ გადასახადს ვერ გადაიხდის ტერიტორიას დატოვებს.
მასალის გამოყენების პირობები






