საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს - „გენდერი და საკუთრება“ იწყებს
საზოგადოება - 15:43, 25 Nov, 2015     1534
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიას იწყებს. კამპანია საკუთრების განაწილებისას გენდერული თანასწორობის პრინციპების და თანაბარი უფლებების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

საქართველოს კანონმდებლობით, საკუთრების უფლებას სქესი არ განსაზღვავს. არ არსებობს არანაირი სამართლებრივი შეზღუდვა ქალების მიერ უძრავი ქონების ფლობის, იჯარით გაცემის ან გამოყენების შესახებ. კაცებსაც და ქალებსაც საკუთრების თანაბარი უფლებები აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, ხშირად ქვეყანაში საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით, მოქალაქეები კანონის ნაცვლად ხელმძღვანელობენ შეხედულებებით, რომლის მიხედვითაც ქონებაზე საკუთრების უფლებით პრიორიტეტულად სარგებლობს კაცი და ირღვევა თანასწორობის პრინციპი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალი პროექტის მიზანია, მოქალაქეებისთვის კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებების გაცნობა და საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ მათი ცნობიერების ამაღლება. საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ქვეყნის ყველა რეგიონში ჩატარდება შეხვედრები, სადაც სააგენტოს თანამშრომლები მოსახლეობას შესაბამის ინფორმაციას მიაწვდიან. მომზადდება საინფორმაციო კლიპები, ბროშურები და ბუკლეტები. ამას გარდა, სააგენტოს ყველა ტერიტორიული სამსახური, დაინტერესების შემთხვევაში, ნებისმიერ პირს გაუწევს კონსულტაციას.

„ამ პროექტის დაწყება დაემთხვა 16 დღიან გლობალურ კამპანიას გენდერული ძალადობის წინააღმდეგ, რომელიც მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს. გვსურს, რომ ჩვენი უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი წვლილი შევიტანოთ გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას საკუთრების თანაბარი უფლების შესახებ, რომელიც კანონითაა გათვალისწინებული. “,- აღნიშნავს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძე.

საჯარო რეესტრი გამოხატავს მზადყოფნას, პირდაპირი შეხვედრებით, შესაბამისი საინფორმაციო მასალების გავრცელებითა და მასობრივი კომუნიკაციის არხებით ხელი შეუწყოს მოქალაქეების ინფორმირებულობის გაზრდას, ქონებრივი უფლებების სამართლიან რეალიზებას, ქონების გადანაწილების პროცესში ქალთა დისკრიმინაციის აღმოფხვრას, რაც ხშირად ხდება მათი სხვა სახის დისკრიმინაციის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის მიზეზი.

საჯარო რეესტრის ოფიციალური მონაცემებით, 2010-2014 წლებში ქვეყანაში საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე სულ 131 9155 ფიზკური პირის მიერაა რეგისტრირებული. მათგან 743888 კაცია (56.4%) და 575267 - ქალი (43.6%). ქალები საკუთრების უფლების რეგისტრაციის რაოდენობით თითქმის ყველა რეგიონში ჩამორჩებიან კაცებს, ზოგიერთ მუნიციპალიტეტში კი ეს მაჩვენებელი მინიმალურია (მაგალითად, დმანისში, ბოლნისში, მარნეულში, ხულოში, ლენტეხში, შუახევში, წალკაში, მესტიაში, გურჯაანსა და ყვარელში).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42