სასწავლო კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს საჯარო სამსახურში საქმიანობის სამართლებრივი და ეთიკური სტანდარტები, რომელთა დაცვა და შესრულება თითოეული მოსამსახურის ვალდებულებაა. კურსის ფარგლებში მსმენელები დეტალურად გაეცნობიან საჯარო მოსამსახურეთა უფლებებსა და მოვალეობებს, დარღვეული უფლებების დაცვის მექანიზმებს და ადმინისტრაციულ ორგანოებში საქმიანობის ძირითად სამართლებრივ რეგულაციებს.
სწავლება მიმდინარეობს საჯარო სამსახურის შესახებ უახლესი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით.
აღნიშნულ პროექტში სტუდენტების შერჩევა მოხდაwww.jobs.ge- ზე გამოქვეყნებული განაცხადის შედეგად მიღებული რეზიუმეების გადარჩევისა და გასაუბრების გზით.
(G4G - „მმართველობა განვითარებისთვის“ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი, მრავალმილიონიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გასაუმჯობესებლად საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით).
მასალის გამოყენების პირობები






