გაუგონარი ბარბაროსობა უჯარმის მაღალჩინოსნების მონაწილეობით - ვინ გამოჭრა ყელი ძაღლს?!
საზოგადოება - 13:26, 25 Nov, 2015     6810
ცხოველთა დაცვის წევრები, საგარეჯოს რაიონში, კერძოდ უჯარმაში მომხდარ შემზარავ ფაქტებს ასაჯაროებენ.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 23 ნოემბრის უჯარმის დეპუტატმა კოტე გოგელიანმა, გამგებლის რწმუნებულმა დავით აბელაშვილმა და მინდია ჯეირანაშვილმა, რომლებიც გიორგობას აღნიშნავდნენ, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ასაკოვან მამაკაცს, ხოლო იქვე ეზოში დაბმულ ძაღლს, რომელიც მათ უყეფდა, ყელი გამოჭრეს შემდეგ კი დამალეს.

სოფლის მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილ სისხლის სამართლის დანაშაულზე საუბრობს "ცხოველთა უფლებების კომიტეტი".

თინათინ ჭავჭანიძის განცხადებით, მის ორგანიზაციას ადგილობროვებმა მიმართეს და დანაშაულის შესახებ ამცნეს.

"ეს არის სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლით გათვალსიწინებული დანაშაული. დანაშაულს, კიდევ უფრო ამძიმებს ისფაქტი, რომ მასში თანამდებობის პირები მონაწილეობდნენ. არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმციას გავცდე, მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, ეს არის ჯფუფურად ჩადენილი დანაშაული"- აცხადებს ჭავჭანიძე.

"ცხოველთა უფლებების კომიტეტი" შს სამინისტროსგან საქმის დროულად გახსნას მოითხოვს.

"ქალბატონი, რომელმაც რეაგირებისთვის მოგვმართა, გუშინ მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა ექსპერტებისა და სამართალდამცავების ადგილზე მოსვლას, თუმცა ეს ასე არ მოხდა. დიდი იმედი გვაქვს, რომ არ მოხდება ამ დანაშაულის მიჩქმალვა, რადგან ჩვენ გაგვაჩნია ფოტო მტკიცებულებები"- უთხრა "ნიუპოსტს" ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

„ნიუპოსტი“ სუტუაციის გარკვევას შეეცადა და სოფლის რწმუნებულს დავით აბელაშვილს ესაუბრა, ეს უკანასკნელი ჯეირანაშვილსა და მის ასკოვან მეზობელს შორის კონფლიქტს არ უარყოფს, თუმცა ძაღლის მკვლელობასთან კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

„23 ნოემმბერს, მინდიას ოჯახში ვიყავი სტუმრად, მაგრამ მსგავს სისასტიკეში მონაწილეობა არ მიმიღია. ძაღლის მკვლელობის შესახებ გუშინ გავიგე. წარმოდგენა არ მაქვს ვინ მონაწილეობდა ამ სისასტიკეში“- უთხრა „ნიუპოსტს“ რწმუნებულმა.

კითხვაზე, რატომ იყო დაბარებული მინდია ჯეირანაშვილი პოლიციაში, აბელაშვილმა განმარტა, რომ მის მეგობარს ახსნა-განმარტებითი ბარათი დააწერინეს, მეზობელთან მომხდარი კამათის გამო.

„მინდია პოლიციაში უკვე იყო დაბარებული, სადაც მას დააწერინეს ახსნა-განმარტებითი ბარათი. თუმცა სამართალდამცველებს ის ძაღლის მკვლელობის გამო არ დაუბარებიათ. ძაღლის მეპატრონესთან მოუვიდა კონფლიქტი და ამის გამო იყო დაბარებული ორგანოში, როდესაც ეს კონფლიქტი მოხდა, მე უკვე წამოსული ვიყავი ჯეირანაშვილის სახლიდან. დაზუსტებით არ ვიცი რა მოხდა“ - აღნიშნა რწმუნებულმა.

„ნიუპოსტმა“ მინდია ჯეირანაშვილთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა ის სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. როგორც გავარკვიეთ, ინცინდენტში მონაწილე პირებს ადგილობრივი პოლიცია ამ წუთებში კითხავს.

რაც შეეხება შს სამინისტროს, როგორც უწყების პრესსამსახურში აცხადებენ, უჯარმაში მომხდარ ფაქტზე, ინფორმაციის მოძიების პროცესში არიან, მათ კომენტარს „ნიუპოსტი“ მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

დავით ჯაბაშვილი





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42