პირველ ეტაპზე ტრენინგს გაივლიან ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ის პრაქტიკოსი მასწავლებლები, რომლებიც დარეგისტრირდნენ და ემზადებიან 2016 წლის იანვარში დაგეგმილი საგნის გამოცდის ჩასაბარებლად.
სატრენინგო პროგრამა ხელს უწყობს პრაქტიკოსი პედაგოგების საგნობრივი ცოდნის გაღრმავებას. ასევე ითვალისწინებს მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემით გათვალისწინებული საგნის გამოცდისთვის მომზადებაში ხელშეწყობას.
ტრენინგის მიმდინარეობისას მასწავლებლებს საშუალება ექნებათ გაეცნონ სასერტიფიკაციო გამოცდის მოთხოვნებს, საგამოცდო ტესტის სტრუქტურას, დაადგინონ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები, რათა უკეთ დაგეგმონ გამოცდებისათვის მზადების პროცესი და დახვეწონ ტესტის შევსების ტექნიკა.
ტრენინგები საქართველოს 8 ქალაქში - თბილისში, გორში, თელავში, ქუთაისში, რუსთავში, ბათუმში, ზუგდიდსა და აბაშაში.
მასალის გამოყენების პირობები






