აღნიშნული ტექნოლოგიის მიხედვით, გზის საფუძველ გრუნტში ვერტიკალური დრენაჟები (ფითილები) თავსდება, რომლებიც ნიადაგიდან წყლის გამოდევნას უზრუნველყოფს. აღნიშნული მეთოდი მომავალში გზის საფარის დეფორმაციის შესაძლებლობას ამცირებს.
პროექტი ითვალისწინებს 4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 8 სახიდე გადასასვლელისა და 27 ხელოვნური ნაგებობის მშენებლობას. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე მიმდინარეობს გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობებისა და საკომუნიკაციო ქსელის მოწყობის სამუშაოები.
სამტრედია-გრიგოლეთის გზის I მონაკვეთი ქალაქ სამტრედიას და სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარ გაივლის.
პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული გახდება, გაიზრდება უსაფრთხოების დონე, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს სატრანზიტო მიმოსვლის ზრდას.
პროექტის ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.
მასალის გამოყენების პირობები






