გზამკვლევში დეტალურადაა ასახული სქემის განხორციელების ყველა ეტაპი და მასში ჩართული პირების საქმიანობის განხორციელების გზები. გზამკვლევი პრაქტიკულ დახმარებას გაუწევს როგორც მასწავლებლებს, ისე სკოლის ადმინისტრაციას და შეფასების ჯგუფს.
„ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გზამკვლევის გარდა ითარგმნა მასწავლებლებისთვის თვითშეფასების კითხვარი და მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემის დოკუმენტაცია.
გზამკვლევის ელექტრონული ვერსია ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული, ხოლო უახლოეს მომავალში ბეჭდური სახით გამოიცემა.
გზამკვლევის სანახავად მიჰყევით ბმულს: http://tpdc.ge/?action=page&p_id=1087&lang=geo
მასალის გამოყენების პირობები






