ხეების ჭრა "პანორამა თბილისისთვის"? - თბილისის მერი განმარტებას აკეთებს
საზოგადოება - 14:17, 24 Nov, 2015     1318
კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე ხეების ჭრის აუცილებლობაზე თბილისის მერმა განცხადება გააკეთა.

დავით ნარმნიამ განმარტა, რომ აღნიშნულ მონაკვეთზე ხეები პროექტ "პანორამა თბილისისთვის" არ იჭრება.

„კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია ქალაქისათვის, რომელიც სატრანსპორტო ნაკადებისგან განტვირთავს დედაქალაქის ისტორიულ უბანს და ისეთ ცენტრალურ ქუჩებს, როგორიცაა: ლეონიძის, ლორთქიფანიძის, მაჩაბლის, ასათიანის, ამაღლების, იაშვილის ქუჩები და მათი მიმდებარე ტერიტორია.

სწრაფი ურბანიზაციის ფონზე, მაშინ, როდესაც ქალაქსა და მის შემოგარენში მოსახლეობის რიცხვი პერმანენტულად მატულობს, ბუნებრივია, დგება ალტერნატიული გზების გაჩენის საკითხი, რათა ცენტრალურ ქუჩებზე განიტვირთოს მოძრაობა და თავიდან იქნეს აცილებული საავტომობილო კოლაფსი. მოგეხსენებათ, რომ დედაქალაქი აღნიშნული საფრთხის წინაშე 13 ივნისის სტიქიის შემდეგაც დადგა და შექმნილი მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი, სწორედ, გადაადგილების ალტერნატიული გზების არ არსებობა იყო. ამასთან, მოგეხსენებათ, რომ შინდისი და მიმდინარე დასახლებები, საკმაოდ ინტენსიურად ვითარდება. სწორედ, აღნიშნულიდან გამომდინარე დადგა კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზის პროექტის განხორციელების საჭიროება, რაც, თავისთავად, გულისხმობს არსებული გზის გაფართოებასა და ბუნებრივია, დგება აღნიშნულ ტერიტორიაზე ხეების მოჭრის საკითხი.

მოგეხსენებათ, რომ ჩვენ კატეგორიულად ვემიჯნებით დედაქალაქში არსებული მწვანე საფარის ნებისმიერი სახით დაზიანებას, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი პროექტით 400-მდე ძირი ხის მოჭრაა გათვალისწინებული. სწორედ ამიტომ, ხეების ნაწილს გადავრგავთ მიმდებარე ტერიტორიაზე, მოჭრილი ხეების სანაცვლოდ კი 2015 წლის საშემოდგომო რგვების ფარგლებში, დეკემბრის შუა რიცხვებამდე, დაირგვება 1000 ძირი 2 მეტრამდე სიმაღლის, 6 წლიანი ფიჭვის და 3 მეტრამდე სიმაღლის 4000 ძირი იფანის ნერგი, 3 წლიანი მოვლა-პატრონობის გარანტიით. 2016 წლის გაზაფხულზე როგორც მინიმუმ, 15 000 ახალი ხის დარგვა იგეგმება. ტერიტორიის გამწვანების ფარგლებში, დაირგვება როგორც ფიჭვის, ასევე სხვა ადგილობრივი სახეობების ნერგები, რაც ხელს შეუწყობს ტყის კორომის მდგრადობას.

რაც შეეხება პროექტის მიმდინარეობას, ამ ეტაპზე წარმოებს ბუნებრივი აირის გამტარი მილის გადატანის სამუშაოები, 2016 წლიდან კი, 5 კილომეტრიანი ახალი გზის მშენებლობა დაიწყება. დაგეგმილია არსებული გზის გაფართოება, მისი კაპიტალურად შეკეთება და, ამასთან, 7 მეტრი სიგანის ახალი გზის მშენებლობა.

ამასთან აღსანიშნავია, რომ კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი 5 კილომეტრიანი გზა დაიწყება ნადიკვრის მეორე შესახვევიდან და პირდაპირ უერთდება სოფელ შინდისში ჯავახიშვილის ქუჩას, შესაბამისად, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ხეების მოჭრა პანორამა თბილისის პროექტს უკავშირდება, სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა ნარმანია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42