პრემიერმა გივი ბერიკაშვილს რუსთაველის პრემია გადასცა
საზოგადოება - 13:29, 24 Nov, 2015     2106
მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისა და თეატრსა და კინოში შექმნილი რჩეული სახეებისთვის მსახიობ გივი ბერიკაშვილს შოთა რუსთაველის სახელობის პრემია გადაეცა, - ხელოვნებასა და მეცნიერებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დააჯილდოვა. მთავრობის მეთაურმა ხელოვანებსა და მეცნიერებს მთავრობისა და ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა იმ დიდი ღვაწლისა და თავდადებისთვის, რომელსაც ისინი თავიანთ საქმიანობაში იჩენენ.
„მინდა, ჩვენი მთავრობის სახელით, გამოვხატო მადლიერება იმისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისა და ხალხისთვის აკეთებთ. ეს არის მადლობა იმ დიდი საქმეებისთვის, რასაც წლებია, აკეთებთ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ბატონ გივი ბერიკაშვილს გადაეცემა რუსთაველის პრემიას მისი მრავალწლიანი, განსაკუთრებული, ნაყოფიერი შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ყველას უდიდესი ღვაწლი მიგიძღვით შემოქმედებითი თუ სამეცნიერო მიმართულებით “, - მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიების ლაურეატებს.
საქართველოს ეროვნული პრემიები ხელოვნების დარგში მიენიჭათ - მწერალ ივანე ჩხიკვაძეს - ბოლო წლებში შექმნილი საუკეთესო პროზაული და პოეტური ნაწარმოებებისა და თანამედროვე ქართული ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის;
მუსიკათმცოდნე ნანა ქავთარაძეს - სამუსიკათმცოდნეო წერილების კრებულისთვის „ო, უძლეველო დიდო წამო შემოქმედების“; მხატვარ ჯემალ კუხალაშვილს - ბოლო წლებში შექმნილი მაღალმხატვრული ფერწერული ნამუშევრებისა და თანამედროვე ქართული სახვითი ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის; რეჟისორ ლევან წულაძეს - თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში დადგმული სპექტაკლისთვის - „როგორც გენებოთ“. მეცნიერების დარგში კი საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატები გახდნენ - ფილოლოგი ენრიკო გაბიძაშვილი - ფილოლოგიურ-ბიბლიოგრაფიული ნაშრომისთვის - „ძველი ქართული მწერლობის ნათარგმნი ძეგლები“; ფიზიკოსები - ვახტანგ გოგოხია და ავთანდილ შურღაია - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ველის კვანტური თეორიის ძირითადი მდგომარეობის ტოპოლოგიური და დინამიკური სტრუქტურა“; ექიმი-რადიოლოგი ქეთევან ლაშხი, ექიმი-რადიოლოგი ქეთინო ტორონჯაძე, ექიმი-ენდოსკოპისტი მამუკა გურგენიძე და ექიმი-ენდოსკოპისტი თეიმურაზ იოსელიანი - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „ჰეპატოპანკრეატოდუოდენური ზონის დაავადებათა დიაგნოსტიკა და მკურნალობის სტრატეგია თანამედროვე სამეცნიერო ტექნოლოგიების განვითარების პირობებში“; ექიმი-პედიატრი ივანე ჩხაიძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ მაღლაკელიძე, ბავშვთა ქირურგი პაატა გვეტაძე, ექიმი-პულმონოლოგი თამაზ ლობჟანიძე - სამეცნიერო ნაშრომთა ციკლისთვის - „რესპირაციული მედიცინა 21-ე საუკუნის დასაწყისში“. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთაველისა და ეროვნული პრემიის ლაურეატებს წარმატებები უსურვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42